TOP-4 ნოვაკ ჯოკოვიჩის გარეშე

AutoSharing Option
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთი საფეხურით უკან დაიწია და ახლა, მსოფლიოს 63-ე ნომერია. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა გასულ კვირას ჰამბურგის ტურნირზე ითამაშა, სადაც პირველივე წრეში წააგო ესპანელ დავიდ ფერერთან.

დღეიდან, ბასილაშვილი ავსტრიის ქალაქ კიტცბუელის ტურნირში ჩაებმება, სადაც შარშან ფინალამდე მიაღწია. ქართველის პირველი მეტოქე იქნება ავსტრიელი სებასტიან ოფნერი, რომელიც კლასიფიკაციის 155-ე ნომერია.

* * *
მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ATP-ის რეიტინგის პირველ ათეულში. პირველად 2007 წლის ივნისის შემდეგ, პირველ ოთხეულში არ იმყოფება ნოვაკ ჯოკოვიჩი.
გარდა ამისა, 20 წლის ალექსანდრ ზვერევი მერვე საფეხურზე ავიდა, რაც მისი კარიერის რეკორდია.

ATP. TOP10
1(1). ენდი მარეი (ბრიტ) - 7 750
2(2). რაფაელ ნადალი (ესპ) - 7 465
3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 6 545
4(5). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 5 780
5(4). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 5 325
6(6). მარინ ჩილიჩი (ხორ) - 5155
7(7). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 4 065
8(11). ალესანდრ ზვერევი (გერ) - 3 150
9(8). კეი ნიშიკორი (იაპ) - 3 140
10(9). მილოშ რაონიჩი (კან) - 3 130

WTA. TOP10
1(1). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 6 751
2(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 5 770
3(3). ანჟელიკ კერბერი (გერ) - 5 626
4(4). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 4 991
5(5). ელინა სვიტოლინა (უკრ) - 4 935
6(6). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) - 4 860
7(7). იოჰანა კონტა (ბრიტ) - 4 110665
8(8). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 4 410
9(9). ვინუს უილიამსი (აშშ) - 4 052
10(10). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) - 3 940

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული