ზე რაგბი: შვიდიდან ექვსმა სტუმარმა მოიგო

AutoSharing Option
ზე რაგბიში გათამაშებამ ეკვატორი გადალახა. ყველა, სამივე კონფერენციაში გამოიკვეთა ის გუნდები, რომლებიც, სავარაუდოდ, პირველობისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი ბრისბენის "რედსის", ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზისა" და ოქლენდის "ბლუზის" წარუმატებელი ასპარეზობაა.

საკმაოდ უცნაური გამოდგა მე-10 ტურიც. შვიდი მატჩიდან ექვსში გამარჯვებას სტუმრებმა მიაღწიეს.
ავსტრალიის კონფერენციაში კანბერას "ბრამბიზი" ლიდერობს, რომელიც შინ დამარცხდა "მელბურნ რებლზთან" - 8:13 და მეტოქეს ოდნავ წამოწევის საშუალება მისცა. მელბურნელები წლევანდელ სეზონს უწინდელზე უკეთ ატარებენ და ნელ-ნელა კონფერენციაში ნამდვილად ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდნენ.

კიდევ ერთი მარცხი განიცადა კონფერენციის აუტსაიდერმა პერთის "ფორსმა", რომელმაც
შინ ვერაფერი გააწყო კეიპთაუნის "სტორმერზთან" - 6:13. სტუმართა რიგებში კვლავ ნაყოფიერად გაისარჯა მგეზავი დემეტრი კატრაკილისი.

ავსტრალია
X ტური
ბრამბიზი-მელბურნ რებლზი 8:13, ფორსი-სტორმერზი 6:13

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრამბიზი 9 5 0 4 +83 26
2. ვორათაზი 8 5 0 3 +27 23
3. რებლზი 8 4 0 4 -16 19
4. რედსი 9 2 0 7 -115 11
5. ფორსი 9 1 0 8 -68 9

XI ტური
ბრამბიზი-ჰაილენდერზი, ვორათაზი-მელბურნ რებლზი, რედსი-ჰარიკენზი.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც შინ გამარჯვება მოიპოვა, დანიდინის "ჰაილენდერზია", რომელსაც 27 ქულა დაუგროვდა და პლეი ოფში გასვლის შანსი გაუჩნდა. დანიდინელებმა ოქლენდის "ბლუზს" უმასპინძლეს და 30:24 მოუგეს. მასპინძელთაგან ორი ლელო მალაკაი ფეკიტოამ გაიტანა.

შედეგიანად გაისარჯა მგეზავი ლიმა სოპოაგა. მის ანგარიშზე სამი საჯარიმო და სამი გარდასახვაა (15 ქულა).

ისევ წააგო ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა". რიჩი მაქოასა და დენ კარტერის გუნდმა შინ ვერაფერი გააწყო ჰემლთონის "ჩიფსთან" - 9:26. კარტერს ამ მატჩში არ უთამაშია. მის ნაცვლად მგეზავად კოლინ სლედი ირჯებოდა, რომელიც დენის დუბლიორი ეროვნულ ნაკრებშიცაა.

ჰემილთონელები ახლა 32 ქულით მეორე ადგილზე არიან და ერთი ქულით ჩამორჩებიან ველინგთონის "ჰარიკენზს", რომელმაც შინ წააგო სიდნეის "ვორათაზთან" - 24:29. სტუმართა გუნდმა ოთხი ლელოს გატანა შეძლო, რომელთაგან ორი გარემარბ სტივენ ბეთამის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ "ვორათაზი" ავსტრალიის კონფერენციაში მეორე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება ლიდერ "ბრამბიზს".

ახალი ზელანდია
X ტური
კრუსეიდერზი-ჩიფსი 9:26, ჰარიკენზი-ვორათაზი 24:29, ჰაილენდერზი-ბლუზი 30:24.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰარიკენზი 8 7 0 1 +85 33
2. ჩიფსი 9 7 0 2 +70 32
3. ჰაილენდერზი 8 6 0 2 +33 27
4. კრუსეიდერზი 9 4 0 5 +51 20
5. ბლუზი 9 1 0 8 -50 11

XI ტური
ჩიფსი-ფორსი, კრუსეიდერზი-ფორსი

სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში ცუდი სტარტის შემდეგ მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა პრეტორიის "ბლუ ბულზმა", რომელიც ახლა 28 ქულით კონფერენციას სათავეში უდგას.

პრეტორიელებმა მე-10 ტურში სტუმრად მოუგეს უშუალო კონკურენტს, დურბანის "ნატალ შარქსს" - 17:10. "ლურჯ ხარებს" კვალში უდგას "სტორმერზი", რომელმაც, როგორც უკვე ვთქვით, სტუმრად დაამარცხა პერთის "ფორსი".

სამხრეთ აფრიკის კონფერენციის აუტსაიდერმა ბლუმფონტეინის "ჩიტაზმა" შინ წააგო ბრისბენის "რედსთან" - 17:18, თუმცა "წითლების" სატურნირო მდგომარეობას ამან არ უშველა.

სამხრეთი აფრიკა
X ტური
ნატალ შარქსი-ბლუ ბულზი 10:17, ჩიტაზი-რედსი 17:18

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბულზი 9 6 0 3 +48 28
2. სტორმერზი 9 6 0 3 +31 26
3. შარქსი 10 4 0 6 -40 21
4. ლაიონზი 9 5 0 4 -48 21
5. ჩიტაზი 9 3 0 6 -98 14

XI ტური
ლაიონზი-ჩიტაზი, სტორმერზი-ბულზი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული