ზე რაგბი: შვიდიდან ექვსმა სტუმარმა მოიგო

AutoSharing Option
ზე რაგბის წლევანდელი გათამაშება უცნაურად დაიწყო. შვიდიდან ექვს მატჩში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ, რაც ასეთი მაღალი დონის ტურნირშიც კი ძალზე იშვიათი შემთხვევაა.

ავსტრალიის დივიზიონში კანბერას "ბრამბიზმა", რომელიც, სავარაუდოდ, წლევანდელი გათამაშების ფავორიტი იქნება, შინ დიდი ანგარიშით მოუგო მნიშვნელოვნად გადახალისებულ ბრისბენის "რედსს" - 47:3. მასპინძლებმა მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს. ყველაზე შედეგიანი კი კრისტიან ლეალიფანო იყო, რომელმაც 17 ქულას მოუყარა თავი (ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმო).

ამავე დივიზიონში სიდნეის "ვორათაზი" მოულოდნელად დამარცხდა პერთის "ფორსთან" - 13:25. მასპინძლებს გარემარბ რობ ჰორნის წყვილმა ლელომაც არ უშველა,
რადგან საპასუხოდ ოთხი მიიღეს.

ავსტრალია
ბრამბიზი-რედსი 47:3, ვორათაზი-ფორსი 13:25

სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 5 ქულა, 2. ფორსი - 5, 3. მელბურნ რებლზი - 4, 4. ვორათაზი - 0, 5. რედსი - 0.

II ტური
მელბურნ რებლზი-ვორათაზი, რედსი-ფორსი

კიდევ უფრო მოულოდნელი ოყო ახალი ზელანდიის დივიზიონის ტრადიციული ლიდერის, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზის" მარცხი შინ ავსტრალიურ "მელბურნ რებლზთან" - 10:20. აღსანიშნავია, რომ მატჩში "ჯვაროსნების" ორივე ვარსკვლავმა - დენ კარტერმა და რიჩი მაქოამაც ითამაშა, თუმცა მასპინძლებს ვერაფრით დაეხმარა.

ასევე სტუმრად მოიგო ოქლენდის "ბლუზთან" დაპირისპირებაში ჰემილთონის "ჩიფსმა" - 23:18. ჰემილთონელებმა დასაწყისშივე გააკეთეს განაცხადი, რომ ისევ მოწინავეთა შორის აპირებენ ყოფნას.

ახალი ზელანდია
კრუსეიდერზი-მელბურნ რებლზი 10:20, ბლუზი-ჩიფსი 18:23

სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარიკენზი - 4 ქულა, 2. ჩიფსი - 4, 3. ბლუზი - 1, 4. ჰაილენდერზი - 0, 5. კრუსეიდერზი - 0.

II ტური
ჩიფსი-ბრამბიზი, ჰაილენდერზი-კრუსეიდერზი.

კიდევ უფრო საოცარი ამბები მოხდა სამხრეთ აფრიკის დივიზიონში. საკუთარ მოედანზე ერთმანეთის მიყოლებით დამარცხდნენ ამ ქვეყნის აღიარებული ლიდერები, პრეტორიის "ბლუ ბულზი" და დურბანის "ნატალ შარქსი". "ლურჯმა ხარებმა" კეიპთაუნის "სტორმერზთან" დათმეს შეხვედრა - 17:29. "ზვიგენებმა" კი ბლუმფონტეინის "ჩიტაზს" ვერაფერი მოუხერხეს - 29:35.

სამხრეთი აფრიკა
ლაიონზი-ჰარიკენზი 8:22, ნატალ შარქსი-ჩიტაზი 29:35, ბლუ ბულზი-სტორმერზი 17:29.

სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიტაზი - 5 ქულა, 2. სტორმერზი - 4, 3. ნატალ შარქსი - 1, 4. ბლუ ბულზი - 0, 5. ლაიონზი - 0.

III ტური
ბლუ ბულზი-ჰარიკენზი, სტორმერზი-ბლუზი, ნატალ შარქსი-ლაიონზი.

სიმბოლური ნაკრები
15. იზრაელ ფოლაუ (ვორათაზი), 14. ჯეიმს ლოუ (ჩიფსი), 13. ტევიტა კურიდრანი (ბრამბიზი), 12. დამიენ დე ალენდე (სტორმერზი), 11. დილან ლიდსი (სტორმერზი), 10. დამიენ მაკკენზი (ჩიფსი), 9. ნიკ ვაითი (ბრამბიზი). 1. პულისაუ მანუ (ჩიფსი), 2. პატ ლეაფა (მელბურნ რებლზი), 3. კონი ოოსტჰოიზენი (ჩიტაზი), 4. ლოპეტი ტიმანი (მელბურნ რებლზი), 5. კარლ ვეგნერი (ჩიტაზი), 6. ჯინ კუკი (ჩიტაზი), 7. კრის ელკოკი (ფორსი), 8. დუეინ ვერმულენი (სტორმერზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული