ზე რაგბი: "ზვიგენები" ფავორიტები არიან

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშება დასასრულს უახლოვდება. ნახევარფინალის შესარჩევ მატჩებში წარმატებით იასპარეზეს ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" და დურბანის "ნატალ შარქსმა". გასაკვირი არ არის, რომ სიმბოლურ ნაკრებში უმრავლესობა სწორედ ამ ორი გუნდის მორაგბეა.

ყველაზე მეტი, რვა მოთამაშე, საუკეთესოთა შორის "ნატალ შარქსმა" მიავლინა. ამ გუნდმა გათამაშებას შარშანდელი გამარჯვებული ბრისბენის "რედსი" გამოთიშა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტურნირის ფავორიტია.

ექვსი მორაგბე მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი გუნდიდან, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზიდან", ერთიც კი "რედსის" გარემარბი დიგბი იოანია.

სიმბოლური ნაკრები
15. იზრაელ დაგი (კრუსეიდერზი), 14. ჯეი პი პიტერსენი,
პაულ იორდანი (ორივე-ნატალ შარქსი), 12. რაიან კროტი (კრუსეიდერზი), 11. დიგბი იოანი (რედსი). 10. დენ კარტერი (კრუსეიდერზი), 9. კლარკ მაკლოიდი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი (სამივე-ნატალ შარქსი), 3. ოუენ ფრენქსი (კრუსეიდერზი), 4. ვილემ ალბერტსი (ნატალ შარქსი), 5. ლუკ რომანო (კრუსეიდერზი), 6. კიგან დანიელი, 7. მარსელ კუცია (ორივე-ნატალ შარქსი), 8. რიჩი მაქოა (კრუსეიდერზი).

პატრიკ ლამბიე ისევ დაშავებულია
ზე რაგბის გათამაშების ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში დურბანის "ნატალ შარქსმა" სტუმრად "რედსი" ტრავმირებული ლიდერის, პატრიკ ლამბიეს გარეშე დაამარცხა. "ზვიგენების" მგეზავმა ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო და სავარაუდოდ, ის გუნდს ვერც კეიპთაუნში დაეხმარება, სადაც დურბანელები ნახევარფინალურ მატჩში "სტორმერზს" დაუპირისპირდებიან.

თუმცა "ნატალ შარქსის" ბანაკში კარგი ამბებიცაა, გამოჯანმრთელდა მათი შუამარბი პოლ იორდანი, რომლის თამაშზეც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული "ზვიგენების" უკანა ხაზის კარგი გარჯა.

ბრისბენში მძიმე მატჩის გამართვის შემდეგ მგზავრობამ გუნდი გადაღალა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს კაიპთაუნელებთან ბრძოლაში.

"შაბათამდე საკმარისი დროა საიმისოდ, რომ ძალები აღვიდგინოთ. ბიჭები კარგ ხასიათზე არიან და კბილებს ილესავენ. ცხადია, მზადების პროცესში ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ. უნდა ვეცადოთ, მორაგბეები არ გადავღალოთ. ვფიქრობ, წინ ფანტასტიკური თავგადასავალი გველის" - თქვა "სტორმერზის" მთავარმა მწვრთნელმა ჯონ პლაუნტრიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული