მეტოქეები: ბუქარესტშიც ძალიან ცხელა

AutoSharing Option
სანამ საქართველოს ნაკრები ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დენვერში მასპინძელთა ნაკრებთან საასპარეზოდ ემზადება, ჩვენი მეტოქეები 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში, რუმინეთის, რუსეთისა და პორტუგალიის ეროვნული გუნდები, ბუქარესტში IRB-ის ერთა თასის გათამაშებაში მონაწილეობენ.

შეჯიბრებაში მეორე ტურის მატჩები გაიმართა, რომელშიც ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა მასპინძელთა გუნდმა.

"სტეჟარიმ", რომლის ძირითად შემადგენლობაშიც ქართველმა შერკინების კვაჭმა ოთარ ტურაშვილმა ითამაშა, საკმაოდ ძლიერი, ტურნირის ფავორიტი არგენტინის A ნაკრები დაამარცხა - 23:21.

რუსებმა კი დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს ურუგვაის ეროვნულ გუნდს - 19:13. ვალერი ცნობილაძე რუსთა ძირითად შემადგენლობაში
იყო, ვასილ კვერნაძე კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. რუსებმა ამ ტურნირზე პირველად მოიგეს.

ორი მატჩიდან ორივე წააგო "ბორჯღალოსნების" კიდევ ერთმა მეტოქემ პორტუგალიის ნაკრებმა. "ლობუშებმა" პირველ ტურში მარცხის შემდეგ არგენტინის A ნაკრებთან - 9:41, მეორე ტურშიც ვერაფერი მოუხერხეს იტალიის A ნაკრებს - 21:28.

I ტური
რუმინეთი-ურუგვაი 29:9, რუსეთი-იტალია A 17:33, პორტუგალია-არგენტინა A 9:41.

II ტური
პორტუგალია-იტალია A 21:28, რუმინეთი-არგენტინა A 23:21, რუსეთი-ურუგვაი 19:13.

სატურნირო მდგომარეობა
1. იტალია A - 9 ქულა, 2. რუმინეთი - 8, 3. არგენტინა A - 6, 4. რუსეთი - 4, 5. ურუგვაი - 1, 6. პორტუგალია - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებმა IRB-ის რეიტინგში ერთი საფეხურით წაიწია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული