ორი ძმის ორი გზა

AutoSharing Option
უელსის ნაკრები ექვსი ერის გათამაშებისათვის მოსამზადებლად, ისევე როგორც ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის წინ, პოლონეთში, ქალაქ გდანსკში გაემგზავრება.

"ურჩხულების" თავკაცმა ოუორენ გეთლენდმა ეროვნულ გუნდში მიიწვია "ჰლანეჰლის" 24 წლის მეორეხაზელი აარონ შინგლერი, რომელიც სკანდალურად ცნობილი სტივენ შინგლერის ძმაა.

შეგახსენებთ, რომ სტივენ შინგლერი საექვსერო განაცხადში შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა შეიყვანა, რადგან შინგლერებს დედა შოტლანდიელი ჰყავთ. თანაც სტივენიც არ არის წინააღმდეგი "ნარშავების" ღირსება დაიცვას. თუმცა IRB-მ "სკოტებს" მისი გუნდში აყვანა აუკრძალა, რადგან აქამდე უელსის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია.

ძნელი სათქმელია შოტლანიდლების საწინააღმ
დეგო დე მარშია თუ არა, მაგრამ სტივის ამბავმა მის უფროს ძმას უელსის ნაკრებში გაუკაფა გზა. აარონ შინგლერს ნაკრებში არასდროს უთამაშია და ახლა კარგი შანსი აქვს ეროვნულ გუნდში დაიმკვიდროს ადგილი.

რაც შეეხება სტივს, მას და შოტლანდიური რაგბის ხელმძღვანელებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ IRB საბოლოოდ მათ მხარეს დაიჭერს.

შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრები, რომელმაც მსოფლიოს თასზე შესანიშნავად იასპარეზა, ექვსი ერის გათამაშებაში პირველ შეხვედრას, 4 თებერვალს სტუმრად ირლანდიის ნაკრებთან გამართავს.

უელსის ნაკრები
შერკინება: კრეიგ მიტჩელი (ექსეტერი), ადამ ჯოუნზი, რაიან ბევინგტონი, პაულ ჯეიმზი, ჰიუ ბენეტი, იან ევანსი, რაიან ჟოუნზი, ჯასტინ ტიპურიჩი (ყველა-ოსფრიზი), გეტლინ ჯენკინსი, ბრედლი დევისი, სემ ვერბარტონი (სამივე-კარდიფი), რის ჰილი, როდი ჯოუნზი, მათიუ რისი, კენ ოუენსი, ლუ რიდი (ოთხივე-ჰლანეჰლი), დენ ლაიდიატი, ტობი ფალეტაუ (ორივე-ნიუპორტი), ენდი პოუელი (სეილ შარქსი).
უკანა ხაზი: მაიკ ფილიპსი (ბაიონი), ლოიდ ვილიამსი, ჯიმი რობერტსი, გევინ ჰენსონი, ლეიგ ჰალპფენი, ალექს ქათბერტი, ჰარი რობინსონი (ყველა-კარდიფი), რის ვები, ეშლი ბეკი (ორივე-ოსფრიზი), რის პრისტლენდი, ჯონათან დევისი, სკოტ ვილიამსი, ლიამ ვილიამსი, აარონ შინგლერი (ხუთივე-ჰლანეჰლი), ლი ბირნი (კლერმონი), ჯეიმზ ჰუკი (პერპინიანი).

ექვსი ერი
5 თებერვალი
ირლანდია-უელსი
12 თებერვალი
უელსი-შოტლანდია
25 თებერვალი
ინგლისი-უელსი
10 მარტი
უელსი-იტალია
17 მარტი
უელსი-საფრანგეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული