ფილიპ სენტ-ანდრემ რაზმი გადაახალისა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ახალმა თავკაცმა ფილიპ სენტ-ანდრემ ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილე ქვეყნებიდან, პირველმა დაასახელა "ლე ბლოს" გაფართოებული, 30-კაციანი შემადგენლობა.

ფრანგთა ახალი თავკაცი 4 თებერვალს, იტალიის ნაკრებთან სათამაშოდ 22 მორაგბეს სწორედ ამ სიიდან შეარჩევს.

სენტ-ანდრეს ფორმაციის ნაკრებში ძალზედ ბევრია ფრანგული გრანდის, "ტულუზის" მოთამაშეები. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ეროვნულ გუნდში 12 მორაგბე მიავლინა. სულ კი ფრანგთა განაცხადში, მსოფლიოს თასზე მოასპარეზე 30 მორაგბედან მხოლოდ 22 მოხვდა.

"ლე ბლოს" ახალმა თავკაცმა ეროვნულ გუნდში დააბრუნა ტულუზელი ლიონელ ბუქსი, რომელმაც ბოლოს ნაკრების კვართი 2009 წელს მოირგო. ეს მორაგბე
წლეულს საფრანგეთის ჩემპიონატში შესანიშნავად ასპარეზობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე საფრანგეთში საუკეთესოა.

"ტულუზის" შემდეგ ნაკრებში ყველაზე მეტი მორაგბე დავით ზირაქაშვილის "კლერმონიდან" მოხვდა. "ვუკანებმა" ეროვნულ გუნდში რვა მორაგბე მიავლინეს, მათ შორის დებიუტანტი, შუამარბი ვესლი ფოფანა.

საფრანგეთის ნაკრები
პირველი ხაზი: ვინსან დებატი (კლერმონი), ფაბიენ ბარსელ (ბიარიცი), ლუკ დუკალკონი (კასტრი), ჟან-ბატისტ პუ, ვილიამ სერვა (ორივე-ტულუზი), დიმიტრი სჟარჟევსკი (სტად ფრანსე), ნიკოლა მასი (პერპინიანი).
მეორე ხაზი: პასკალ პაპე (სტად ფრანსე), იოან მაესტრი, რომენ მიო-შლუსკი (ორივე-ტულუზი), ჟულიენ პიერი (კლერმონი).
მესამე ხაზი: ჟულიენ ბონერი (კლერმონი), იანიკ ნიანგა, ტიერი დუსოტუარი, ლუი პიკამოლი (ყველა-ტულუზი), იმანოლ არინორდოკი (ბიარიცი), ფულენსე უოდრაოგო (მონპელიე)
№9: მორგან პარა (კლრმონი), დიმიტრი იაშვილი (ბიარიცი)
№10: ფრანსუა ტრინ-დუკი (მონპელიე), ლიონელ ბუქსი (ტულუზი).
№12-13: მაქსიმ მერმოსი (პერპინიანი), ორელიან რუჟერი, ვესლი ფოფანა (ორივე-კლერმონი), იან დავიდი (ტულუზი)
№11-14: მაქსიმ მედარი, ვინსენ კლერი (ორივე-ტულუზი), ალექსის პალისონი (ტულონი)
№15: ჟულიენ მალზიო (კლერმონი), კლემან პუატრენო (ტულუზი).

ექვსი ერი
4 თებერვალი
საფრანგეთი-იტალია, შოტლანდია-ინგლისი

5 თებერვალი
ირლანდია-უელსი

11 თებერვალი
იტალია-ინგლისი, საფრანგეთი-ირლანდია

12 თებერვალი
უელსი-შოტლანდია

25 თებერვალი
ირლანდია-იტალია, ინგლისი-უელსი

26 თებერვალი
შოტლანდია-საფრანგეთი

10 მარტი
უელსი-იტალია, ირლანდია-შოტლანდია

11 მარტი
საფრანგეთი-ინგლისი

17 მარტი
იტალია-შოტლანდია, უელსი-საფრანგეთი, ინგლისი-ირლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული