რუმინეთის ნაკრებს ტინკუ უთავკაცებს

AutoSharing Option
ევროპის ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქეს, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დროებითი მწვრთნელები დაუნიშნეს.

აწ უკვე ყოფილებს რომეო გონტინიაკს და სტივ მაკდაუელს რუმინეთის რაგბის ფედერაციამ კონტრაქტები აღარ გაუგრძელა და, შესაბამისად, ახალი მწვრთნელების ძიებაშია.

მანამდე, კი "სტეჟარის" დროებით მთავარი მწვრთნელი ნაკრების კაპიტანი და ფრანგული "პერპინიანის" შერკინების კვაჭი მარიუს ტინკუ იქნება. მას დაეხმარებიან ჰარი დუმიტრაში და ევგენი აპიოკი. დუმიტრაში "ბუქარესტის" ტექნიკური დირექტორია, აპიოკი კი "ბაია მარეს" მწვრთნელი.

როგორც, რუმინეთის რაგბის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, მწვრთნელთა ეს შემადგენლობა "მუხის ფოთლებს" ერთა თასის პირველ ორ
შეხვედრაში უხელმძღვანელებს. რუმინელები 4 თებერვალს პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, მომდევნო ერთი კვირის თავზე კი აუტსაიდერ უკრაინას ეთამაშებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული