ქულათა დათვლის ახალი სისტემა

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე ("ვერსიტი კაპ") წლეულს ქულათა დათვლის ახალ სისტემას გამოცდიან.

ამ შეჯიბრებაში ლელო ისევ ხუთი ქულა იქნება, გარდასახვა კი ორი ან სამი, იქიდან გამომდინარე თუ რამდენად რთული პოზიციიდან დაარტყამს მორაგბე. გადაწყდა, რომ საჯარიმო ორ ქულად შეფასდეს.

როგორც ავსტრალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა როდ მაკქუინმა თქვა:
"საინტერესო იქნება დავაკვირდეთ და გავარკვიოთ, რა ცვლილებებს გამოიწვევს თამაშის ხასიათში ქულათა დათვლის ახალი სისტემა. სიფრთხილე გვამრთებს, რადგან სიახლეს ყოველთვის არ მოაქვს პროგრესი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული