"პუმებმა" ზე რაგბიში შეაბიჯეს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების სამი ერის გათამაშებაში ჩართვა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ეროვნული ნაკრებები - ავსტრალია, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა თამაშობენ, ჯერ კიდევ შარშან გადაწყდა. 2012 წლიდან ეს ტურნირი ოთხ ერად გადაკეთდება და სრულიად განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. თითოეულ გუნდს სეზონში ექვსი მატჩის გამართვა მოუწევს და შინ და გარეთ ყველა ერთმანეთს ეთამაშება.

არგენტინის ნაკრები სადებიუტო მატჩს ტურნირში 18 აგვისტოს გამართავს სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან. შინ კი "პუმები" ამავე ნაკრებთან ერთი კვირის თავზე ითამაშებს.

"ჩვენს ტურნირში მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები თამაშობენ. ამ გუნდებმა მსოფლიოს თასის
შვიდი გათამაშებიდან ექვსი მოიგეს.

არგენტინის ნაკრების დამატება დიდი ხანია საჭირო იყო და მოხარულნი ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღეს კიდეც.

ოთხი ერის გათამაშებაში ასპარეზობა რაგბის კიდევ უფრო მეტად განავითარებს არგენტინაში და, იმედი მაქვს, რომ იგივე მოხდება მთლიანად სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე." - თქვა ოთხი ერის გათამაშების გენერალურმა დირექტორმა გრეგ პიტერსმა.

არგენტინის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ლუის კასტილომ კი ამ მოვლენას არგენტინული რაგბისთვის ისტორიული უწოდა:
"ყველა არგენტინელი უსაზღვროდ გახარებული და ამაყია, რომ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაში ასაპრეზობის უფლება მოგვცეს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ არგენტინული რაგბი განუხრელად ვითარდებოდეს. საამისოდ საშინაო რაგბიში  ძალიან სერიოზული ინვენსტიცეიბი უნდა გავწიოთ. იმედი მაქვს, "პუმების" თამაში ოთხი ერის გათამაშებაში, შეჯიბრებას კიდევ უფრო საინტერესოს, პოპულარულს გახდის."

ოთხი ერი
18 აგვისტო
ავსტრალია-ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა-არგენტინა
25 აგვისტო
ახალი ზელანდია-ავსტრალია, არგენტინა-სამხრეთ აფრიკა
8 სექტემბერი
ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია-არგენტინა
15 სექტემბერი
ავსტრალია-არგენტინა, ახალი ზელანდია-სამხრეთ აფრიკა
29 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია, არგენტინა-ახალი ზელანდია
6 ოქტომბერი
სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია, არგენტინა ავსტრალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული