ოთხი ერი: ბოლო შანსი "პუმებისთვის"

AutoSharing Option
6 ოქტომბერს ოთხი ერის გათამაშება მთავრდება. პირველი ტურნირი, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი ზელანდიის ნაკებმა მოიგო და ეს შეჯიბრების დასრუულებამდე ერთი ტურით ადრე მოახერხა.

"ოლ ბლექსმა" ბოლოსწინა ტურში არგენტინის ნაკრებს დამაჯერებლად სძლია და დაამტკიცა, რომ შარშან მსოფლიოს თასი დამსახუებულად მოიპოვა.

ბოლო მე-6 ტურში ახალი ზელანდიის ნაკრები სტუმრად, სოვეტოში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ოლ ბლექსისთვის" ამ შეხვედრას სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა სტატისტიკოსებმა მაინც გამონახეს საბაბი, რომელიც ახალზელანდიელებს მოტივაციას უზრდის.

აღმოჩნდა, რომ თუ სტუმრები გაიმარჯვებენ, ეს იქნება ამ გუნდის მე-100 მოგება,
რომელშიც მესამეხაზელ რიჩი მაქოას უთამშია.

შეძლებენ თუ არა აბსოლუტურად უმოტივაციო ახალზელანდიელები "ბოკეს" დამარცხებას, ძნელი სათქმელია. ამ გუნდის დაპირისპირებამ ერთი კვრის წინ ავსტრალიის ნაკრებთან გვაჩვენა, რომ სრულიად განსხვავებულ სტილში ათამაშდა.

ჰეინკე მეიერმა კარგი, შემტევი კოლექტივის შექმნა შეძლო და შინ მსოფლიოს თასის მფლობელის დამარცხება მისთვის პრესტიჟის საქმე იქნება.

სამხეთ აფრიკა-ახალი ზელანდია
სამხრეთ აფრიკა: 15. ზან კირხნერი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. იაკო ტაუტე, 12. იან დე ფილიერსი, 11. ფრანსუა უგარი, 10. იან გუსენი, 9. რუან პინარი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ადიან სტრაუსი, 3. იან დუ პლესი, 4. ებენ ესტებესი, 5. ანდრიას ბეკერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. ვილიამ ალბერტსი, 8. დუეინ ვერმულენი.
16. ტიიან ლიბენბერხი, 17. კონი ოსტჰუიზენი, 18. ფლიპ ფან დერ მერვე, 19. მარსელ კუცია, 20. ელტონ იანტისი, 21. იან დე იონგი, 22. პეტ ლამბიე.
ახალი ზელანდია: 15. ოზრაელ დაგი, 14. ქორი ჯეინი, 13. კონრად სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. ჰოსე გეარი, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმითი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბროდლი რეტალიკი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ლიამ მესამი, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.
16. კევინ მეალამუ, 17. ბენ ფრენქსი, 18. ლუკ რომანო, 19. ადამ თომსონი, 20. პირი ვიპუ, 21. აარონ კრადენი, 22. ტამატი ელისონი.
მსაჯი: რომან პუატი (საფრანგეთი).

* * *
გათამაშების დებიუტანტი არგენტინის ნაკრები კი როსარიოში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

"პუმები" მეტოქეს თითქმის საბრძოლო რაზმით დაუხვდებიან, რასაც ვერაფრით ვიტყვით "ვოლაბებზე". მათ რიგებში გამოცდილთაგან სულ რამდენიმე ითამშებს. ესენია: დიგბი იოანი, ქართლი ბეილი, ბენ ალექსანდერი, ნათან შაფი და რადიკე სამო.

აღსანიშნავია, რომ ტრავმირებულნი არიან და გუნდს ვერაფრით დაეხმარებიან ავსტრალიელთა გუნდის სულისჩამდგმელები ვილი გენია და ქუადე კუპერი.

არგენტინის ნაკრებში კი თავის ბოლო მატჩს გამართავს შერკინების ბურჯი როდრიგო რონსერო. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ "პუმები" საკუთარ მოედანზე შესანიშნავად ასპარეზობენ და, გამორიცხული არ არის, საგრძნობლად შესუსტებული ავსტრალიის ძლევით, ტურნირის მიწურულს სენსაცია გამაოცხონ.

არგენტინა-ავსტრალია
არგენტინა: 15. ლუკას ამოროსინო, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ჰორასიო აგულა, 10. ხუან მარტინ ერნანდესი, 9. მარტინ ლანდხო. 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გუინასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ხუან მანუელ ლეგუსამონი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
16. ავგუსტინ კრევი, 17. ხუან პაბლო ორლანდი, 18. ლეონარდო სენატორე, 19. ტომას ლეონარდი, 20. ნიკოლას ვერგალო, 21. ნიკოლას სანჩესი, 22. ხუან იმოფი.
ავსტრალია: 15. მაიკ ჰარისი, 14. ნიკ კამინსი, 13. ბენ ტაპუაი, 12. პეტ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ქართლი ბეილი, 9. ნიკ ფიპსი. 1. ჯეიმზ სლიპერი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. ბენ ალექსანდერი, 4. კენი დუგლასი, 5. ნათან შარფი, 6. სიტალეკი ტიმანი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. რადიკე სამო.
16. საია ფაინგაა, 17. ბენ რობინსონი, 18. ფეივ დენისი, 19. სკოტ ჰიგინბოთამი, 20. ლიამ გილი, 21. ბრეტ შიანი, 22. დომინიკ შიპერლი.
მსაჯი: კრეიგ იუბერი (სამხრეთ აფრიკა)
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 21 ქულა, 2. სამხრეთ აფრიკა - 12, 3. ავსტრალია - 8, 4. არგენტინა - 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული