სტივ ჰანსენმა ოთხი შეცვალა

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის მფლობელი ახალი ზელანდიის ნაკრები 15 სექტემბერს, დანიდინში ოთხი ერის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

"ოლ ბლექსმა" სტარტი შესანიშნავად აიღო, სამი თამაშიდან სამივე მოიგო და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

ახალზელანდიელთა თავკაცმა სტივ ჰანსენმა ძირითად შემადგენლობაში ანდო ადგილი ვეტერან ცხრა ნომერს პირი ვიპუს, რომელმაც მესამე ტურის მატჩში არგენტინის ნაკრებთან შეცვლაზე ითამაშა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ პირის ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში აღარ უთამაშია. აარონ სმიტი, რომელიც ლიდერ ცხრა ნომრად მიიჩნევა,
მისი დუბლიორი იქნება. პირი ვიპუ "ბოკესთან" მატჩში 62-ე კეპს მოიხვეჭს.

სტივ ჰანსენმა, ამის გარდა, ძირითად შემადგენლობაში კიდევ სამი ცვლილება განახორციელა. მეორე ხაზში ბროდლი რეტალიკის ნაცვლად სემ ვაითლოქი ითამაშებს, მესამე ხაზში ვიქტორ ვიტოს ადგილს ლიამ მესამი დაიკავებს. ჰანსენმა შერკინების კვაჭ კევინ მეალამუს დანიდინის "ჰაილენდერზის" მორკინალი ენდრიუ ჰორი ამჯობინა.

"ოთხი ერის გათამაშებაში ეკვატორი გადავლახეთ. მოხარულნი ვართ, რომ სამი თამაშიდან სამივე მოვიგეთ და დამაჯერებლად ვლიდერობთ.

ახლა ჩვენს წინაშე ერთი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი. ამასთან ერთად, მწვრთნელთა შტაბი და წამყვანი მოთამაშეები გუნდში არსებული ვითარებით კმაყოფილნი ვართ" - თქვა "ოლ ბლექსის" თავკაცმა სტივ ჰანსენმა.

ახალი ზელანდია
15. იზრაელ დაგი, 14. ქორი ჯეინი, 13. კონრად სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. აარონ კრადენი, 9. პირი ვიპუ. 1. ტონი ვუდკოქი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. სემ ვაითლოქი, 6. ლიამ მესამი, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.
16. კევინ მეალამუ, 17. ჩარლი ფაუმუნია, 18. ბროდლი რეტალიკი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. აარონ სმიტი, 21. ბუდენ ბარეტი, 22. ტამატი ელისონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული