ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ

AutoSharing Option
15 დეკემბერს სენსაციური განცხადება გააკეთა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა. ჯერ ირაკლი აბუსერიძემ მოხსნა კანდიდატურა, შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

Sportall.ge-მ კომენტარის გაკეთება აბუსერიძის გუნდის წევრს, ირაკლი მაჩხანელს სთხოვა.

"აბუსერიძის გუნდის წევრი ვიყავი და ვრჩები კიდეც. ეს გიორგი ნიჟარაძემაც იცის და, ვფიქრობ, ამაში საწყენი არაფერია.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობა არჩევნებში არ ერევა და გთხოვთ, თავიდან ამოიგდეთ მსგავსი აზრები.

მესმის, რომ სპორტის ამ სახეობის პოპულარობა ქვეყანაში გაიზარდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ დღეს ძაღლები და კატებიც
რაგბიზე საუბრობენ", - გვითხრა მაჩხანელმა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ასეთი ხალხი უკარგავს გულშემატკივარს ქართულ რაგბის. როცა ვიცი, რომ ეს ადამიანი მოედანზე იბრძოდა და ვგულშემატკივრობი და ახლა ასეთი ..... (ქართულად, რომ არ დამეწერა უცენზურო სიტყვა, მაგიტომ ჩავსვი ეს) აღმოჩნდა, გიჩნდება ეჭვი, რომ სხვაც ასეთია და გააზრებულად თუ გაუაზრდებლად სურვილი გეკარგება, რომ ნაკრებს გვერდში დაუდგე. სამწუხაროა
ლეკვი-კნუტი
13:54 23-12-2015
0
ამ სტატიებს ვკითხულობ და ნერვები მეშლება.მაჩხანელი არის მაგარი ადამიანი და ეს ჩირქი რატო მოცხეს ვერ ვხვდები.დღეს გააკეთა მაჩხომ მოხსენება და იმედია გააშუქებს ყველა ტელევიზია თუ ვის უწოდა ძაღლი და კატა.სანამ აქ რამეს დაწერთ ზოგზოგიერთების გასაგონად ვიძახი ჯერ გაიგეთ რაშია საქმე.... რატო ის არ გააშუქა რაც დაუსვა კიტხვად.....აგორებული თემაა ეგ.ვენაცვალე აბუსერიძეს უმაგრესი ადამიანი.მიდი აბუ ვისაც რაგბი მართა უყვარს ის შენ გვერძეა
shota
13:54 22-12-2015
1

სიახლეები პოპულარული