დავით ბოლღაშვილმა "მეტროპოლ ლილი" ფრანგულ ელიტა 2-ში გადაიყვანა

AutoSharing Option
ქართველი მწვრთნელის, დავით ბოლღაშვილის ხელმძღვანელობით, ლილის სარაგბო გუნდი ელიტა 2-ში აღზევდა და ამასთან ერთად, ნაციონალ 1-ის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფინალური საგზურიც მოიპოვა.

"მეტროპოლ ლილის" ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა გუნდი საფრანგეთის პროფესიონალური ლიგის მეორე დივიზიონში იასპარეზებს. ამ წარმატებას გუნდმა ქართველი მწვრთნელის ლიდერობით მას შემდეგ მიაღწია, რაც შუა სეზონში კლუბის ხელმძღვანელობამ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი და "ლილის" ყოფილი მოთამაშე, 35 წლის დავით ბოლღაშვილი მთავარ მწვრთნელად დააწინაურა.

"მეტროპოლ ლილმა", ორი ნახევარფინალური მატჩის ჯამში, ნაციონალ 1-ის წაუგებელი გუნდი "ნევერი" გამოთიშა ასპარეზობიდან და ფინალური
საგზური მოიპოვა.

31 მაისს გამართულ ნახევარფინალში გადამწყვეტი ლელო დრამატული თამაშის ბოლო წუთზე, "ლილში" მოთამაშე ქართველმა მორაგბემ და საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ჩხაიძემ დადო. მასთან ერთად "ლილის" ღირსებას კიდევ ერთი ქართველი მორაგბე გიორგი სორდია იცავს, რომელიც შარშან საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებშიც ასპარეზობდა.

ფრანგი კომენტატორები საგანგებოდ უსვამდნენ ხაზს ქართველების უდიდეს წვლილს "ლილის" "სენსაციურ" წარმატებაში.

ბოლღაშვილის გუნდი ფედერალ ერთის ფინალში საფრანგეთის ჩემპიონობის მოსაპოვებლად "ექსანპროვანსს" 7 ივნისს დაუპირისპირდება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ძმებო!!!წინ TOP14 სკენ!!!!
დავით ცხამელი
16:36 03-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული