ბრაზილიელი და ამერიკელი ქალი ფეხბურთელები "ლანჩხუთში" - ახალწვეულები ახლო ხედით [PHOTOS]

AutoSharing Option
ლანჩხუთის საფეხბურთო ტრადიციებს ახლა ქალთა გუნდი აგრძელებს. ერთწლიანი შესვენების შემდეგ "ლანჩხუთმა" ქვეყნის ჩემპიონობა დაიბრუნა, 9 მარტიდან კი ახალ გათამაშებაში ჩაერთვება. საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, გიორგი ჩხაიძის გუნდში არაერთი საინტერესო ფეხბურთელია, რომლებიც ახლა "ჯვაროსნებში" ირის ანტმანის ხელმძღვანელობით გამოდიან. ლანჩხუთური კლუბი გულშემატკივართა ყურადღების ცენტრში სამი ტრანსფერის გამი მოექცა, გუნდმა ლეგიონერები ბრაზილიიდან და შეერთებული შტატებიდან დაიმატა. საქართველოში ქალთა ფეხბურთში არსებული დონისა და პირობების გათვალისწინებით, ეს ამბავი ბევრს გაუკვირდა. Sportall.ge ახალწვეულებს ახლოს გაგაცნობთ.

Sportall.Ge

უმაღლესი სკოლიდან დაწყებული გზა...

კელი გიდესი 1998 წლის 24 სექტემბერს (25
წლის) აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში დაიბადა. კალვარის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა, სადაც ფეხბურთს, კალათბურთსა და ბეისბოლს თამაშობდა. ის ჯერ კალათბურთის გუნდის კაპიტანი, შემდეგ კი საფეხბურთო გუნდის ბომბარდირი გახდა.

2016 წელს კელი "საილფიშში" ჩაირიცხა. იმ სეზონში სულ 7 მატჩში და 53 წუთით ითამაშა. გამოსარჩევი იყო ნიუბერის კოლეჯის გუნდის წინააღმდეგ გამარჯვების გოლის გატანა. მომდევნო წელს მისგან 6 შედეგიანი დარტყმა ვიხილეთ.

Sportall.Ge

ამის შემდეგ ფორვარდს ცუდი პერიოდი დაუდგა - კოვიდ 19-ით გამოწვეული პაუზა, ტრავმები... გიდესი გურიაში ავსტრალიიდან გადავიდა, ის ბრისბენში ცხოვრობდა და  "მიჩელტონისთვის" გაჰქონდა.

Sportall.Ge

რაც შეეხება მეორე ამერიკელს, ის მცველია, ჰანა რასელი. უკანახაზელი ბოლოს "ოკლენდში" თამაშობდა, კარიერის განმავლობაში კი ამპლუაში საუკეთესოს პრიზი არაერთხელ მიუღია. ის საფეხბურთო ოჯახიდანაა, მისი დაც ფეხბურთელია.

რაისინია

Sportall.Ge

კიდევ ერთი შემტევი ახალწვეული ბრაზილიიდანაა. რაისა ნერეშ გომეს დე სოუზა 1996 წლის 6 დეკემბერს დაიბადა (27 წლის). რაისინია ბოლოს "ვასკო და გამაში" ასპარეზობდა, სადაც 127 შეხვედრა ჩაატარა. ბრაზილიის პირველობაზე მან ჯამში 312 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მანამდე კი "ვიტორიასა" და "ნაუტიკოს" მოწინააღმდეგეთა კარს იღებდა.

Sportall.Ge

რაისა სოციალურ ქსელებში აქტიურია და ახალი გამოწვევით მოხიბლული ჩანს. ბრაზილიელები ფეხბურთს მაინც სხვა ხიბლს სძენენ და გამონაკლისი არც ახლა უნდა იყოს...

ლეგიონერებით გაძლიერების შემდეგ "ლანჩხუთის" მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება!..

alt"ლანჩხუთი" აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს სოდომისტებიღა გვაკლიან რა?
აუცვით!
10:46 07-03-2024
2
არ ვიცი გამეხარდეს თუ მეწყინოს?! ისე პურიტანელი, ნაციონალისტი ვარ მაგრამ, ... დავიბენი! სტადიონზე რომ წავალ ეს კი ვიცი!
aburjga
09:58 07-03-2024
0

სიახლეები პოპულარული