რაგბი ლეგიონი: ხუთი ჩვენებური პირველია

AutoSharing Option
ფოტოზე: შალვა სუთიაშვილი (მარცხნივ)

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა.

ქართველ მორაგბეთა გუნდები შესანიშნავად ასპარეზობენ. ხუთი მათგანი თავის ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის. ესენია: "მასი", "ანგულემი", "ლილი", "ოში" და "შამბერი".

A ჯგუფში სატურნირო ცხრილის ორი საფეხური ჩვენებურთა გუნდებს - "მასისა" და "ანგულემს" უკავიათ. 35 ქულით პირველ ადგილზე დავით დადუნაშვილის, ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიასა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "მასია", რომელმაც მე-8 ტურში შინ დაამარცხა "ვალანსი" - 54:24.

დადუნაშვილი 64-ე წუთზე შეცვალეს, ახობაძის ნაცვლად 73-ე წუთზე აშვეთია შევიდა, ბუჯიაშვილი
მოედანზე 23-ე წუთიდან გამოჩნდა.

პარიზელებს ხუთი ქულით ჩამორჩება შალვა სუთიაშვილისა და საბა ქართველიშვილის "ანგულემი", რომელიც სტუმრად დამარცხდა "შალონთან" - 23:27. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

საპლეიოფო ზონას მიუახლოვდა თომა ბალიაშვილის "ლავორი", რომელმაც შინ დაამარცხა "გროლე" - 23:10. ბალიაშვილი თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო.

ფედერალ 1
A ჯგუფი
ანგლე-ბობინი 26:19, მასი-ვალანსი 54:24, კონიაკი-ტიროსი 37:15, ლავორი-გროლე 23:10, შალონი-ანგულემი 27:23
სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 35 ქულა, 2. ანგულემი - 30, 3. ტიროსი - 27, 4. შალონი - 21, 5. ლავორი - 17, 6. ანგლე - 15, 7. კონიაკი - 12, 8. ბობინი - 12, 9. ვალანსი - 11, 10. გროლე - 7.

B ჯგუფში ორხელისუფლებიანობაა. 31-31 ქულით "ვანთან" ერთად გიორგი ჩხაიძისა და გიო სორდიას "ლილი" ლიდერობს. ლილელებმა შინ დაამარცხეს "ლიბურნი" - 24:10. სორდია ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე სინბინში გაუშვეს. ჩხაიძეს არ უთამაშია. "ლილს" ორი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ბაჩუკი გუჯარაიძის, ლადო გუნიავასა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის "ლიმოჟი". ჩვენებურთა ამ გუნდმა სტუმრად მოუგო "ტულეს" - 32:17.

B ჯგუფი
ლილი-ლიბურნი 24:10, ვანი-რუენი 41:13, სენ მედარი-ბერჟერაკი 23:6, ტულე-ლიმოჟი 17:32, სენ ნაზერი-ლანჟონი 20:15
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 31 ქულა, 2. ვანი - 31, 3. ლიმოჟი - 29, 4. სენ მედარი - 22, 5. რუენი - 20, 6. სენ ნაზერი - 19, 7. ლანჟონი - 16, 8. ლიბურნი - 10, 9. ტულე - 7, 10. ბერჟერაკი - 5.

C ჯგუფში თორნიკე ლომიძისა და ილია კაიკაციშვილის "ოშს" 31 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მას ერთი ქულით უსწრებს "ნევერი". გასკონელებმა სტუმრად დაამარცხეს "აგდი" - 34:14.

გალაქტიონ გაგნიძის "კასტანემ" სტუმრად ფრედ ითამაშა "ბლანიაკთან" - 15:15. შედეგად, ჩვენებურის ეს გუნდი მეოთხე ადგილზე გადავიდა და პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლას განაგრძობს.

C ჯგუფი
ბლანიაკი-კასტანე 15:15, აგდი-ოში 14:34, ოლორონი-როდეზი 15:13, ლომბე-მოლეონი 25:16, ბაგნერე-ნევერი 36:30
სატურნირო მდგომარეობა
1. ნევერი - 32 ქულა, 2. ოში - 31, 3. ბაგნერე - 27, 4. კასტანე - 19, 5. ოლორონი - 18, 6. ბლანიაკი - 18, 7. ლომბე - 13, 8. აგდი - 9, 9. მოლეონი - 9, 10. როდეზი - 7.

D ჯგუფში 32 ქულით პირველ ადგილზე ბექა ბიწაძისა და ბექა გიგაშვილის "შამბერია", რომელიც მე-8 ტურში პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლ ნოდარ ჭეიშვილის "ლა სეინს" დაუპირისპირდა და 34:10 მოუგო.

შამბერელთა უშუალო კონკურენტმა "ობენამ" სტუმრად დაამარცხა სიმონ მაისურაძის "მაკონი" - 30:12.

D ჯგუფი
რომანი-ლა ვულე 19:19, შამბერი-ლა სეინი 34:10, მაკონი-ობენა 12:30, სტრასბური-ბურგ ან ბრესი 0:6, გრასი-ვიენი 28:3
სატურნირო მდგომარეობა
1. შამბერი - 32 ქულა, 2. ობენა - 32, 3. ბურგ ან ბრესი - 31, 4. ლა სეინი - 20, 5. რომანი - 17, 6. გრასი - 16, 7. სტრასბური - 13, 8. მაკონი - 11, 9. ვიენი - 8, 10. ლა ვულე - 4.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული