ეს სამყაროს დასასრული არ არის! - მილტონ ჰეიგისა და "ბორჯღალოსნების" კომენტარები

AutoSharing Option
25 სექტემბერს, მსოფლიოს თასზე გამართული მატჩის შემდეგ, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინასთან დამარცხდა (9:54), "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს.


მილტონ ჰეიგი:
- მატჩის პირველი ნახევარი კარგი იყო. კარგადაც ვთამაშობდით. ბურთს ვფლობდით და რამდენიმეფაზიან შეტევებსაც ვაკეთებდით, მაგრამ მეორე ტაიმში თამაშის ბედი მალევე გადაწყდა.

მიუხედავად წაგებული მატჩისა, მე ამ ბიჭებით ვამაყობ. ფაქტი კი ის არის, რომ მატჩი ისეთ გუნდთან გავმართეთ, რომელიც მოგებისთვის თავიდანვე "განწირული" იყო.

- რამხელა მნიშვნელობა იქონია
მეორე ნახევარში კაცნაკლულზე თამაშმა?

- მამუკა უდაოდ ჩვენი გუნდის ლიდერია. მატჩის პირველ ნახევარში უფრო თავისუფლად ვიყავით, მაგრამ მამუკას 10 წუთით დაკარგვამ საკმაოდ ცუდად იმოქმედა.

თუმცა ეს რაგბია - ერთ დღეს ვიგებთ და აღვნიშნავთ, მეორე დღეს შეიძლება დავმარცხდეთ. ახლა ისევ უკან უნდა დავბრუნდეთ და მორიგი მატჩისთვის მოვემზადოთ. ჩვენ ჯერ კიდევ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვართ.

- შემდეგი მატჩი ახალ ზელანდიასთან გაქვთ...
- მომავალ კვირას მსოფლიო ჩემპიონებს ვხვდებით, მსგავსი რამ ქართული რაგბის ისტორიაში არ ყოფილა. ამ მატჩისთვის ბიჭების მოტივირება საჭირო ნამდვილად არ არის, რადგანაც "ოლ ბლექსი" ის გუნდია, რომელიც ყველა მორაგბის საოცნებო მოწინააღმდეგეა.

მერაბ კვირიკაშვილი:
- მეორე ნახევრის დასაწყისიდან მატჩის შედეგი უკვე ყველასთვის ცნობილი იყო. ტაიმის დასაწყისში თამაშში სწრაფად ჩართვა ვერ მოვახერხეთ, მათ კი ეს შეძლეს. შემდეგ ყვითელი ბარათიც მივიღეთ, რამაც ჩვენზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

ეს სამყაროს დასასრული არ არის. ვეცდებით თავი ხელში ავიყვანოთ და შემდეგი ორი მატჩი ისევ ისეთი შემართებით გავაგრძელოთ, როგორც აქამდე ვიყავით.

ვიტო კოლელიშვილი:
- ძალიან რთულია წაგება. ცუდად ვითამაშეთ და ამიტომაც დავმარცხდით. მოტივირებულები ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს არ გაგვიმართლა. დღევანდელი მატჩიდან ბევრს ვისწავლით. ახალი ზელანდიის წინააღმდეგ კარგად მოვემზადებით, ნამიბიასთან მოგება კი აუცილებელია.

დავით ზირაქაშვილი:
- არ მინდა პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ ერთი მატჩის მოსაგებად არ ჩამოვსულვართ. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. ჩვენი შერკინების სიძლიერეში დარწმუნებული ვარ და მსოფლიოს თასი ჩვენთვის ამით არ დასრულებულა.

მეოცნებეები არ ვართ, რეალისტები ვართ. ვიცოდით, რომ არგენტინა ძლიერი გუნდი იყო და არც ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვაგებთ ოცნების კოშკებს, თუმცა მოლოდინები მაინც დიდი გვაქვს. ამ გამოწვევას კარგად გამოვიყენებთ და მოედანზე ყველაფერს დავდებთ.

წაგებულ თამაშში დადებითის დანახვა რთულია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი შერკინება ძალიან კარგი იყო და ოთხჯერ დავაჯარიმეთ მოწინააღმდეგე. არგენტინას ჩვენთან შერკინებაში დადგომა უჭირდა და ამით ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის. ხვალ ჩვენს გამოსვლას შევაფასებთ და ვიდეოანალიზი საშუალებას მოგვცემს კარგი და ცუდი მხარეები დავინახოთ.

დავით კაჭარავა:
- ძალიან რთული თამაში იყო. ტონგასთან მოგებული მატჩის შემდეგ მაღლა დავფრინავდით, ახლა კი მიწაზე დავეშვით. არგენტინელებმა ძალიან მაგარი რაგბი ითამაშეს.

რაღაც დადებითი ამ მატჩშიც შეგვიძლია დავინახოთ. ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბევრი ვისწავლეთ და შემდეგ თამაშებში მთლიანად ჩავერთვებით. არაფერი დაგვიკარგავს. ჩვენთვის ჯერ კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი წინ არის - თუ ჩვენ ნამიბიის დამარცხებას შევძლებთ, მიზანს მივაღწევთ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
პირველ რიგში მადლობა მინდა მოვუხადო სრულიად სარაგბო თემს თავდადებისათვის და მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ასეთი ანგარიშით წაგების მიზეზები ჩემი მოკრძალებული აზრით.
პირველ რიგში შევთანხმდეთ იმ აზრზე რომ ანგარიში არ ასახავს ჩვენ და არგენტინას შორის თანაფარდობას.
1)მთავარი მიზეზი არის ის რომ არგენტინას მაგრად აქვს მომატებული, რაც ძირითადად გამოწვეულია ოთხ ერში გაერთიანებით და რეგულარული თამაშებით სამხრეთის ბობოლებთან და არა შემადგენლობის გაძლიერებით.
2)არ გვაქვს გამოცდილება ერთკვირიან პერიოდში ორ ძლიერ გუნდთან თამაშის, რაც საჭიროებს უდიდეს ენერგიას როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, ჩვენგან განსხვავებით არგენტინას აქვს და ასეთი პრობლემა არ შეექმნება თუნდაც მასზე ძლიერ გუნდებთან.
3)ჰეიგის შეცდომა შემადგენლობის დაყენების დროს ჩემი აზრით, ხუთი მოთამაშე რომ შეეცვალა ვფიქრობ ფიზიკურად უკეტესი გუნდის შთაბეჭდილებას დავტოვებდით, მაგალითად მეორე ხაზში დათუნაშვილი და ბინგო და მესამე ხაზიდან თხილაიშვილის ნაცვლად სუთიაშვილი, 7-ზე მამუკა და 8-ზე ლომიძე, შეიძლებოდა ბეგაძის სასტარტოც და ხმალაძეს და თოდუას აგარ დაადგათ საშველი.
4) მსაჯის მიკერძოება, ყველა ექსპერტი ნეიტრალურები ინგლისურენოვანი თანხმდებოდნენ საიტებზე, რომ იქ ჯარიმაც არ იყო,და გორგოძე ტყუილა გაუშვა სინბინში და ის რომ არა მსაჯი მაინც დაგვჩაგრავდა.
5) არ გვაქვს გამოცდილება როცა ვმარცხდებით 30 ქულით, ფსიქოლოგიურად რომ არ უნდა გავტყდეტ, ექვს ერში რომ ვიყოთ ეგ პრობლემა აღარ გვექნება, ერთხელ და ორჯერ რომ წააგებ დიდი სხვაობით ფსიქოლოგიური მომენტის ხარჯზე, მერე მაგასაც ვისწავლით.
6) და მთავარი არგენტინამ შერკინება-მოლოთ ვერ მოგვიგო, მოგვიგი მაინც უკანა ხაზით. სწორედ ასეთი დავალებით გამოვიდნენ მეორე ნახევარში და გაგვწელეს დაცვაში, აი მანდ არ გვეყო ენერგია.
ფიზიკაში მე-4 ტაიმი ვეგარ გავქაჩეთ.
მერე რა რომ დავმარცხდით, ჩვენ 5-იანზე შევასრულებთ ამ ჩემპიონატის გეგმას, დარწმუნებული ვარ, მე ვამაყობ ბორჯღალოსნებით და ვარ მე 16 მოთამაშე, მჯერა უკეთესი მომავლის, წარმატებები ქართულ სარაგბო თემს.
0
ესეთები ვართ ქართველები, გამოჩნდება თუ არა ნათელი წერტილი დავცემთ და გავანადგურებთ. არანაირი უფლება არააქვს არავის ბიჭებზე რაიმე უარყოფითი თქვას. სპორტია ... ხან იგებ და ხან აგებ. ვინმემ განაცხადა ჯგუფიდან გავალთო? თუ ტონგასთან რომ მოვიგეთ სასწრაფოდ უკვე ამბიცია გავიჩინეთ და მეტს ვითხოვთ? არავის არააქვს უფლება ბიჭებზე რაიმე უარყოფითი თქვას!!! მათი პატრიოტობა და კაცობა-ადამიანობა ნეტა მთავრობის წევრებს და რიგით ქართველებს გააჩნდეს... გაიხსენეთ რამდენი სასიხარულო დღეები გვაჩუქეს მათ... თუ დაგავიწყდათ? აი ასეთებიც გვირევია სამწუხაროდ... იაპონიამ სენსაცია მოახდინა, მაგრამ მეორე თამაში ჩვენსავით დათმო. არამგონია იაპონელებს გაეკიცხათ თავიანთი ბიჭები. მე, პირადად სიმართლე გითხრათ ილუზიები არ შემიქმნია, მაგრამ ნამდვილად გული გამიხდა ცუდად...
არაუშავს ბიჭებო!!! თქვენ შემოგევლეთ!!! ნამიბიას აუცილებლად მოვუგოთ, და მოვუგოთ საგრძნობი უპირატესობით... აბა თქვენ იცით!!! წინ!!!
გიორგი
12:57 28-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული