შეცდომები და ბარტონის 5 საჯარიმო - "შავი ლომი" "გლოსტერთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ჩელენჯ თასის პირველ ტურში „შავი ლომი“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან ბრიტანულ ამინდში „გლოსტერთან“ 10:15 დამარცხდა.

დებიუტში უპირატესობას სტუმრები დაეუფლენ და ბარტონის ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ. ქართულ გუნდს თავიდან თამაშის დალაგება და შეტევების ორგანიზება უჭირდა. თუმცა, სასტარტო მღელვარება დასძლიეს და მატკავამ შესანიშნავი გარღვევის შედეგად ლელო დადო, გარდასახვისასაც ზუსტი იყო. ბარტონმა მალე ზუსტად შესრულებული მესამე საჯარიმოთი გვიპასუხა. შემდეგ მსაჯმა „შავი ლომის“ ლელო არ ჩათვალა და პირველი ტაიმი 7:9 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „შავმა ლომმა“ ისევ შეუტია, ისევ დაჯარიმდა და ბარტონმა ისევ არ გაუშვა შანსი ხელიდან.
„გლოსტერი“ უკვე ინიციატივას ფლობდა, მრავალფაზიანი იერიშისას ვერ შეძლო ლელოს გატანა, მაგრამ მალე ქართველმა მორაგბეები გააქტიურდნენ და მატკავამ საჯარიმოდან ანგარიში ორ ქულამდე შეამცირა. მერე შერკინებისას დავჯარიმდით და ბარტონმა კვლავ დაგვსაჯა. ბოლოს მაისაშვილის გაწვრთნილ გუნდში შეცდომებმა იმატა, გადამწყვეტი შეტევის განხორციელება ვერ მოახერხეს და მარცხი განიცადეს.

მომდევნო შეხვედრას ქართული ფრენჩაიზი 17 დეკემბერს უელსში „სკარლეტთან“ ჩაატარებს.

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი
მესამე ჯგუფი. პირველი რაუნდი
თბილისი. „მიხეილ მესხი“.
შავი ლომი (საქართველო) – გლოსტერი (ინგლისი) 10:15
შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. მირიან მოდებაძე.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ამ ლოკომოტივს გადახურვე არაღა გახდა? რა ჩემი შაშაკოლის რეკონსტრუქცია ჩაატარეს?
რეზო
01:31 11-12-2023
0
მხარდაჭერა ლომებს! ზამთრის წვიმა მაზალოა. გადახურულ ტრიბუნიან სტადიონზე სჯობს თამაშის გამართვა.
გიორგი
15:42 10-12-2023
2

სიახლეები პოპულარული