ქართულმა ჯარმა ტონგა მშრალზე დატოვა

AutoSharing Option
ქართულმა ჯარმა საფრანგეთში მიმდინარე შეიარაღებული ძალების მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ტონგა 67-0 დაამარცხა და მე-5 ადგილის ნახევარფინალში ითამაშებს.

ჩვენი გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და ჯამში მეტოქეს 11 ლელო გაუტანა. ქართული ჯარი უპირატესობას ფლობდა როგორც ძალისმიერ, ასევე გაშლილ თამაშში. პირველ ტაიმში გუნდმა 6 ლელო გაიტანა და ორი გარდასახვა გამოიყენა, მეორე ტაიმში კი მონაგარს კიდევ 5 ლელო შემატა.

Sportall.Ge

ქართულმა ჯარმა ჯგუფურ ეტაპზე ორი თამაში დიდი სხვაობით მოიგო – ესპანეთთან (87-0) და ტონგასთან, დიდ ბრიტანეთს კი 3 ქულით ჩამორჩა
(21-24) და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ავსტრალიას, რომელიც დასკვნით ტურში იაპონიას ჩვენი მატჩის დასრულების შემდეგ ეთამაშა (81-0), გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობა საქართველოსთან მიმართებით +9 აღმოაჩნდა და საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა, ჩვენ კი მე-5 ადგილის ნახევარფინალში გავედით, სადაც მეტოქედ კვლავ ტონგა გვეყოლება. თამაში 2 სექტემბერს, ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება.

მე-5 ადგილის მეორე ნახევარფინალში ახალი ზელანდია ირლანდიას ეთამაშება, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე 39-24 მოუგო. ფინალი 9 სექტემბერსაა ჩანიშნული.

Sportall.Ge

თავდაცვის სამინისტროების მსოფლიო თასი
საფრანგეთი. 27 აგვისტო
საქართველო – ტონგა 67:0 (34:0)
საქართველო

ხაზი: 15. საბა ილურიძე, 14. ბექა მაჭარაშვილი, 13. საბა დათიაშვილი, 12. გოგა გელაშვილი, 11. რამაზ ხარაზიშვილი (კაპ.), 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. ნიკა სვიმონიშვილი, 2. დიმიტრი ცაბაძე, 3. გიორგი ქიმუცაძე, 4. გიორგი შუკაკიძე, 5. თორნიკე ზოიძე, 6. თენგო გიგოლაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. გიორგი მჭედლიშვილი.

მარქაფა: 16. გელა მახარაშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გიგა კაციტაძე, 20. ლევან რატიანი, 21. სანდრო ნახუცრიშვილი, 22. ზურაბ ფირცხალაიშვილი, 23. თაიგ სქური.


Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ ერთი ეს თამაში 2 დღის წინ იყო და მერე მეორეც მანამდე ინგლისთან იყო თამაში და ესეთი მიკერძოება არ მინახავს 2 დანიშნული მეტოქეზე ჯარიმა შემოგვიტრილა მსაჯმა და აქედან ერთი იყო მაღალი ბოჭვის ჩვენს მორაგბეზე გასაგდებიც იყო მარა უკვე დაჯარიმებული ინგლისს გადასცა ბურთი იუთუბ არხზე International Defence Rugby Competition 2023 დევს მთლიანი შეხვედრა და მართალია საშინელი ოპერატორი იღებდა მარა ცუდ მსაჯობას მაინც შეამჩნევთ
ნოდო
20:43 29-08-2023
0

სიახლეები პოპულარული