ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება

AutoSharing Option
ცნობილია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩის არბიტრები და მათი ასისტენტები. აღნიშნულ სიაში ქართველ მსაჯს, ნიკა ამაშუკელს შეხვდებით. 

შეგახსენებთ, ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ინგლისი და არგენტინა 27 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან. სწორედ ამ შეხვედრაში კიდიდან იმსაჯებს ამაშუკელი.

შეგახსენებთ, ნიკა პირველი ქართველი არბიტრია, რომელმაც მსოფლიო თასზე იმსაჯა:

მთავარი არბიტრი - ირლანდია - რუმინეთი, ინგლისი - იაპონია, ავსტრალია - პორტუგალია

ასისტენტი - შოტლანდია-სამხრეთი აფრიკა, არგენტინა-სამოა, შოტლანდია-ტონგა, ინგლისი-სამოა

რაც შეეხება ფინალს, 28 ოქტომბერს "სტად ფე ფრანსზე" ერთმანეთს სამხრეთი აფრიკა და ახალი ზელანდია შეხვდებიან.



მკითხველის კომენტარები / 5 /
მეტი არ დაიმსახურა ? შეცდომა საერთოდ არ დაუშვია რაც იმსაჯა და დამაჯერებლად მიყავდა თამაშები და მე იმედი მქონდა რომ ან მესამე ადგილის მთავარი მსაჯი იქნებოდა ან ფინალის კიდის ! ვინ დურაქები ნიშნავენ მსაჯებს @@
zura222
19:09 24-10-2023
2
აღსანიშნავია, რომ პირველი დამხმარე მსაჯია. იმ შემთხვევაში თუ მტავარი მსაჯი დაშავდა (ერტხელ უკვე მოხდა ამ ჩემპიონატზე) ნიკა გატაიწევს ცენტრში.
123_123
17:33 24-10-2023
1

სიახლეები პოპულარული