ქართველი ლეგენდა "მშობლიურ" კლუბს დაუბრუნდა

AutoSharing Option
სარაგბო კლუბი "კლერმონის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოპ 14-ს ქართველი ლეგენდა დავით ზირაქაშვილი კლუბში შერკინების მწვრთნელად დაბრუნდა.

37 წლის ზირაქაშვილმა კარიერა გასულ წელს დაასრულა და მას შემდეგ "ლა როშელში" მწვრთნელ-კონსულტანტად მუშაობდა.

მოთამაშის რანგში დავითმა "კლერმონის" რიგებში 337 მატჩი ჩაატარა, პირველად კი გუნდის მაისური 2004 წელს მოირგო. "ზირაქა" საფრანგეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა.

"ყვითელ არმიაში" კი ახალზელანდიელი ჯონო გიბსის ხელმძღვანელობით იმუშავებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო 3 ნომერი ზირაქა.....
პაატა
18:19 05-07-2021
0
კარგია კლუბი თავის ლეგენდას რომ აფასებს, წარმატებები
0

სიახლეები პოპულარული