"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები წვიმასა და სეტყვაში პრემიალურით დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში სტუმრად რუსეთი ანგარიშით 29:9 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი წვიმისა და სეტყვის თანმხლებით მიმდინარეობდა. პირველი 15 წუთი რუსებმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს "ბორჯღალოსნებს" და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. მასპინძლებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში თავის სასარგებლოდ 3:0 გახადეს.

24-ე წუთზე კი ქართველები დაწინაურდნენ. ლელოს ავტორი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 7:3 გახდა.

ამის შემდეგ კი "ბორჯღალოსნების" თამაში გაუარესდა და ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. 29-ე წუთზე რუსებმა კვლავ ზუსტად
დაგვირტყეს ჯარიმა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს 6:7.

ტაიმის ბოლო წუთებზე კი მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ანგარიშში დაწინაურდნენ - 9:7.

48-ე წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლება უკვე ქართველებმა მოიპოვეს. სოსო მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და "ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ 10:9.

65-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს. ამჯერად ლელო გიორგი ნემსაძემ დაამიწა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და ქართველები 17:9 დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე კი მიხელ გაჩეჩილაძემ დაამიწა ლელო, მათიაშვილმა კი კვლავ ზუსტად გარდასახა.

77-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის ფეხით შეგორებული ბურთი ანზორ სიჭინავამ დაამიწა. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასრგებლოდ 29:9 გახდა. ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულა მიპოვეს და სატურნირო ცხრილში უკვე 19 ქულა აქვთ.

"ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგს შეხვედრას რუმინეთთან 18 მარტს "დინამო არენაზე" 16:00 საათზე გამართავენ.


მკითხველის კომენტარები / 29 /
თქვენ ვინც საერთოდ აზრზე არ ხართ ჯობია საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელზე იფიქროთ. გამოსაცვლელი ეგაა. ფეხბურთს მაინც არაფერი შველის და სალაპარაკო გექნებათ, დიდად არაფერი არ დაზარალდება. ეს წარმატებული მწვრთნელია.
MX
10 მარტი 2018 18:00
5
გილოცავთ ქართველებო ამ გამარჯვებას, მალე ამაზე დიდი გამარჯვებები გვქონოდეს სპორტსა თუ პოლიტიკაში. საქართველოს გამარჯვება, ქართველების გამარჯვება.
data
10 მარტი 2018 17:57
6
:)მაიც ითმება, რომ არა, არა და არა, მაინც არ ვარგა! მაინც გამოსაცვლელია მწვრთელი და სამწვრთნელო გუნდი, მოტამაშეტა მთელი შემადგენლონა :))))))))))
ზაზა
10 მარტი 2018 17:45
33
ზაზა,ბეჭდვაში დასაწყისში ორი შეცდომა გაქვს დაშვებული და შენი ნათქვამი ხალხმა უკუღმა გაიგო,არადა მართლა გამოჩნდა მასეთი ხალხი,ვინც მაინც მოითხოვს მწვრთნელის გაშვებას.
სიმართლე კი ისაა,რომ ერთი საათი ბიჭებმა ახალი სტილის ათვისებაზე ივარჯიშეს,ბოლო 20 წუთი კი ძველებურად და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა პრემიალური ქულისათვის.კი,გვანერვიულეს,მაგრამ იცოდნენ რასაც აკეთებდნენ.ეს ერთი საათი მომავალში გამოგვადგება.სხვათა შორის ესპანეთთანაც არ მივისწრაფოდით შერკინების ხარჯზე გამარჯვებას.
სოსო
10 მარტი 2018 20:58
0
ვულოცავ ბიცჰებს ამ გამარჯვებას!!!!
რაც შეეხება თამაშს რუმინეტი ასეთ შეცდომებს არ გვაპატიებს....
sport faza
10 მარტი 2018 17:45
1

სიახლეები პოპულარული