"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები წვიმასა და სეტყვაში პრემიალურით დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში სტუმრად რუსეთი ანგარიშით 29:9 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი წვიმისა და სეტყვის თანმხლებით მიმდინარეობდა. პირველი 15 წუთი რუსებმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს "ბორჯღალოსნებს" და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. მასპინძლებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში თავის სასარგებლოდ 3:0 გახადეს.

24-ე წუთზე კი ქართველები დაწინაურდნენ. ლელოს ავტორი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 7:3 გახდა.

ამის შემდეგ კი "ბორჯღალოსნების" თამაში გაუარესდა და ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. 29-ე წუთზე რუსებმა კვლავ ზუსტად
დაგვირტყეს ჯარიმა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს 6:7.

ტაიმის ბოლო წუთებზე კი მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ანგარიშში დაწინაურდნენ - 9:7.

48-ე წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლება უკვე ქართველებმა მოიპოვეს. სოსო მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და "ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ 10:9.

65-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს. ამჯერად ლელო გიორგი ნემსაძემ დაამიწა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და ქართველები 17:9 დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე კი მიხელ გაჩეჩილაძემ დაამიწა ლელო, მათიაშვილმა კი კვლავ ზუსტად გარდასახა.

77-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის ფეხით შეგორებული ბურთი ანზორ სიჭინავამ დაამიწა. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასრგებლოდ 29:9 გახდა. ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულა მიპოვეს და სატურნირო ცხრილში უკვე 19 ქულა აქვთ.

"ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგს შეხვედრას რუმინეთთან 18 მარტს "დინამო არენაზე" 16:00 საათზე გამართავენ.


მკითხველის კომენტარები / 29 /
Carmatebebi zmebo
Roini
12 მარტი 2018 10:53
0
ძალიან ბევრი შეცდომებია. მეტოქის ლელოსთან 5 მეტრიან მონაკვეთში ამდენჯერ რომ დაკარგავ ბურთს ეს წვიმის და სველი ბურთის ბრალი აღარ არის. ძალიან დაბალი ხარისხია თამაშის და 6 ერი კი არა რუმინეთის დამარცხებაც უკვე საეჭვოა. იმედია მილტონამ იცის რასაც აკეთებს და 2019-ისთვის უკვე ჩამოყალიბდება ნაკრების ბირთვი. 2018 წლის მატჩებმა რაც დამანახა არის რომ ნაკრები ქაოტურად თამაშობს, პოტენციალი არის, მაგრამ თითქოს ის ღერძი არ ჩანს რის გარშემოც გაერთიანდება 15-ვე მოთამაშე.
???
10 მარტი 2018 18:03
9
ღერძი და ლიდერი არ ჩანს ჯერ, მაგრამ წინა წლების გამოცდილებით ეს კარგის მომასწავებელია, გარდამალ ასაკში ვართ
რეზო
10 მარტი 2018 21:40
0
კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა ბოლოს.
გულშემატკივარი
11 მარტი 2018 08:56
2
არ მესმის რატომა აქვს ორი დისლაიქი,მეკომ მართლა ვერ გაიტანა გარდასახვა,მიმოხილვებში კი სწერენ რომ გაიტანა.კაცმა უბრალოდ ფაქტი აღნიშნა.
სოსო
13 მარტი 2018 14:40
0
მს ფედერაციაში მუშაობ?
Gulshematkivari
10 მარტი 2018 18:05
0

სიახლეები პოპულარული