"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები წვიმასა და სეტყვაში პრემიალურით დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში სტუმრად რუსეთი ანგარიშით 29:9 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი წვიმისა და სეტყვის თანმხლებით მიმდინარეობდა. პირველი 15 წუთი რუსებმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს "ბორჯღალოსნებს" და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. მასპინძლებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში თავის სასარგებლოდ 3:0 გახადეს.

24-ე წუთზე კი ქართველები დაწინაურდნენ. ლელოს ავტორი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 7:3 გახდა.

ამის შემდეგ კი "ბორჯღალოსნების" თამაში გაუარესდა და ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. 29-ე წუთზე რუსებმა კვლავ ზუსტად
დაგვირტყეს ჯარიმა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს 6:7.

ტაიმის ბოლო წუთებზე კი მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ანგარიშში დაწინაურდნენ - 9:7.

48-ე წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლება უკვე ქართველებმა მოიპოვეს. სოსო მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და "ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ 10:9.

65-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს. ამჯერად ლელო გიორგი ნემსაძემ დაამიწა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და ქართველები 17:9 დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე კი მიხელ გაჩეჩილაძემ დაამიწა ლელო, მათიაშვილმა კი კვლავ ზუსტად გარდასახა.

77-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის ფეხით შეგორებული ბურთი ანზორ სიჭინავამ დაამიწა. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასრგებლოდ 29:9 გახდა. ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულა მიპოვეს და სატურნირო ცხრილში უკვე 19 ქულა აქვთ.

"ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგს შეხვედრას რუმინეთთან 18 მარტს "დინამო არენაზე" 16:00 საათზე გამართავენ.


მკითხველის კომენტარები / 29 /
Carmatebebi zmebo
Roini
10:53 12-03-2018
0
ასე ცუდად ჩვენებს არც არასოდეს უთამაშიათ, განსაკუთრებით რუსეთთან! მაგრამ მაინც მოიგეს, მითუმეტეს რუსეთი ჩვენთან მაქსიმუმს აკეთებს! ბრავო ბიჭებო, მიუხედავათ იმისა რომ არ თუ ვერ ითამაშეთ შედეგი მაინც დაიდო, გენაცვალეთ სუყველას, ქართველების საამაყო კაცები ხართ!!!!!!!
goga
13:58 11-03-2018
0

სიახლეები პოპულარული