"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები წვიმასა და სეტყვაში პრემიალურით დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში სტუმრად რუსეთი ანგარიშით 29:9 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი წვიმისა და სეტყვის თანმხლებით მიმდინარეობდა. პირველი 15 წუთი რუსებმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს "ბორჯღალოსნებს" და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. მასპინძლებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში თავის სასარგებლოდ 3:0 გახადეს.

24-ე წუთზე კი ქართველები დაწინაურდნენ. ლელოს ავტორი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 7:3 გახდა.

ამის შემდეგ კი "ბორჯღალოსნების" თამაში გაუარესდა და ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. 29-ე წუთზე რუსებმა კვლავ ზუსტად
დაგვირტყეს ჯარიმა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს 6:7.

ტაიმის ბოლო წუთებზე კი მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ანგარიშში დაწინაურდნენ - 9:7.

48-ე წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლება უკვე ქართველებმა მოიპოვეს. სოსო მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და "ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ 10:9.

65-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს. ამჯერად ლელო გიორგი ნემსაძემ დაამიწა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და ქართველები 17:9 დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე კი მიხელ გაჩეჩილაძემ დაამიწა ლელო, მათიაშვილმა კი კვლავ ზუსტად გარდასახა.

77-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის ფეხით შეგორებული ბურთი ანზორ სიჭინავამ დაამიწა. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასრგებლოდ 29:9 გახდა. ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულა მიპოვეს და სატურნირო ცხრილში უკვე 19 ქულა აქვთ.

"ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგს შეხვედრას რუმინეთთან 18 მარტს "დინამო არენაზე" 16:00 საათზე გამართავენ.


მკითხველის კომენტარები / 29 /
გილოცავთ ყველას ბიჭებმა მაგრად ითამაშეს მეორე ტაიმი. ასეთ ამინდში და რაც მთავარია რუსეთი მიაფარჩაკეს . მადლობა ბიჭებს და ვულოცავ მთელ საქართველოს
zuu
10 მარტი 2018 18:38
1
არაფერს ვამტკიცებ,უბრალოდ ჩემი აზრია,ბიჭები უმოტივაციოდ თამაშობენ,ესპანეთთანაც ასე იყო,უბრალოდ გავიჭედეთ,ამ გუნდებს როგორც უნდათ და როცა უნდათ,უპრობლემოდ მოუგებენ,და რა ამით,ზევით არ გვიშვებენ,მსოფლიოზე გასული ვართ,ყველაფერი დიდი ხნის გადაწყვეტილია,ვარჯიშის დონეზეა თამაშები.ქართული ხასიათია,რაც გვაქვს არ გვაკაყოფილებს,ეს კარგია,თუმცა თამაში არაფრისთვის გამოგვდის.
tazo
10 მარტი 2018 18:26
0
ძალიან არეულად თამაშობს ნაკრები არავითარი გუნდურობა , ესეთი თამაშით იტალიასთან ძალიან შევრცხვებით .... ჰეიგმა ამოწურა ნაკრებში თავისი შესაძლებლობები, ნაკრებს არაფერში არ ეტყობა წინსვლა .....
დათო
10 მარტი 2018 18:22
30
კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ჩვენი გუნდის ამ ჩემპონატში თამაში საცოდაობაა. კი ბატონო, არ იყო დღეს კარგი თამაში, იყო შეცდომები. მაგრამ როცა შენზე სუსტებთან გიწევს თამაში, ძნელია ბოლომდე გაიხსნა. მე მირჩევნია, რომ ჩვენი ნაკრები ირლანდიასთან, ინგლისთან, უელსთან და სხვა ასეთი დონის ნაკრებებთან თამაშობდეს, თუნდაც თავიდან წარუმატებლად, ვიდრე ასეთ არაფრის მომცემ გუნდებთან. ძლერთან თანაშში გამოცდილებაც მოვა და მერე უკვე წარმატებებიც. თუნდაც უელსთან ტესტ მატჩი გაიხსენეთ.
shota
10 მარტი 2018 18:10
1
კარგი რააა,მილტონ.კაცი არა ხარ?რა ნერვები დაგვაწყვიტე.დალოცვილო,ჯერ ანგარიში დადე,და მერე ივარჯიშე რაა!
ბიჭებს რა თქმა უნდა ვულოცავ დამაჯერებელ გამარჯვებას,ამისათვის 20 წუთი გვეყო,დანარჩენი 60 წუთი კი ვარჯიში ყოფილა.გამოჩნდა,რომ ჯერ ძალიან ნედლია ახალი სტილი და გუნდი ძალიან არეული თამაშობს,მაგრამ ეს არც საკვირველია,სამაგიეროდ ბოლო 20 წუთმა გვაჩვენა,რომ რუსებთან ძველებურად თამაში ინტერესსაც კი ჰკარგავს.ისე ინგლისის თამაშს თუ უყურეთ შოტლანდიასთან,მათაც ზუსტად იგივე დღე დაადგათ, შერკინებაში,პირწმინდად დაიჩაგრნენ.ახალი სისტემის ათვისებას და შესისხხორცებას,დრო და საკმაო რაოდენობის თამაშები სჭირდება.ჰეიგის ინტერვიუ ახლაღა წავიკითხე და გირჩევთ თქვენც ნახოთ.მასში ბევრი რამაა ახსნილი და ორივე ხელის აწევით ვეთანხმები ჰეიგს.
სოსო
10 მარტი 2018 18:09
1
ტექსტში შეცდომაა, კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა ლელო
eldari
10 მარტი 2018 18:09
0
ყველაფერი მწვრთელის ბრალია, წვიმაც და სეტყვაც მოედანზე - მწვრთნელის ბრალია :)
ზაზა
10 მარტი 2018 18:09
0
მს ფედერაციაში მუშაობ?
Gulshematkivari
10 მარტი 2018 18:05
0
ძალიან ბევრი შეცდომებია. მეტოქის ლელოსთან 5 მეტრიან მონაკვეთში ამდენჯერ რომ დაკარგავ ბურთს ეს წვიმის და სველი ბურთის ბრალი აღარ არის. ძალიან დაბალი ხარისხია თამაშის და 6 ერი კი არა რუმინეთის დამარცხებაც უკვე საეჭვოა. იმედია მილტონამ იცის რასაც აკეთებს და 2019-ისთვის უკვე ჩამოყალიბდება ნაკრების ბირთვი. 2018 წლის მატჩებმა რაც დამანახა არის რომ ნაკრები ქაოტურად თამაშობს, პოტენციალი არის, მაგრამ თითქოს ის ღერძი არ ჩანს რის გარშემოც გაერთიანდება 15-ვე მოთამაშე.
???
10 მარტი 2018 18:03
9
ღერძი და ლიდერი არ ჩანს ჯერ, მაგრამ წინა წლების გამოცდილებით ეს კარგის მომასწავებელია, გარდამალ ასაკში ვართ
რეზო
10 მარტი 2018 21:40
0
გილოცავთ ყველას, მაგრამ ეს ის დონეა რომლითაც 6 ერში გვინდა შესვლა?
Gulshematkivari
10 მარტი 2018 18:00
28
ეს არა, უელსთან რომ იყო ის არის ;)
გიორგი
10 მარტი 2018 19:02
0

სიახლეები პოპულარული