"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები წვიმასა და სეტყვაში პრემიალურით დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში სტუმრად რუსეთი ანგარიშით 29:9 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი წვიმისა და სეტყვის თანმხლებით მიმდინარეობდა. პირველი 15 წუთი რუსებმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს "ბორჯღალოსნებს" და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. მასპინძლებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში თავის სასარგებლოდ 3:0 გახადეს.

24-ე წუთზე კი ქართველები დაწინაურდნენ. ლელოს ავტორი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 7:3 გახდა.

ამის შემდეგ კი "ბორჯღალოსნების" თამაში გაუარესდა და ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. 29-ე წუთზე რუსებმა კვლავ ზუსტად
დაგვირტყეს ჯარიმა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს 6:7.

ტაიმის ბოლო წუთებზე კი მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ანგარიშში დაწინაურდნენ - 9:7.

48-ე წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლება უკვე ქართველებმა მოიპოვეს. სოსო მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და "ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ 10:9.

65-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს. ამჯერად ლელო გიორგი ნემსაძემ დაამიწა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და ქართველები 17:9 დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე კი მიხელ გაჩეჩილაძემ დაამიწა ლელო, მათიაშვილმა კი კვლავ ზუსტად გარდასახა.

77-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის ფეხით შეგორებული ბურთი ანზორ სიჭინავამ დაამიწა. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასრგებლოდ 29:9 გახდა. ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულა მიპოვეს და სატურნირო ცხრილში უკვე 19 ქულა აქვთ.

"ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგს შეხვედრას რუმინეთთან 18 მარტს "დინამო არენაზე" 16:00 საათზე გამართავენ.


მკითხველის კომენტარები / 29 /
გილოცავთ ქართველებო ამ გამარჯვებას, მალე ამაზე დიდი გამარჯვებები გვქონოდეს სპორტსა თუ პოლიტიკაში. საქართველოს გამარჯვება, ქართველების გამარჯვება.
data
10 მარტი 2018 17:57
6
კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ჩვენი გუნდის ამ ჩემპონატში თამაში საცოდაობაა. კი ბატონო, არ იყო დღეს კარგი თამაში, იყო შეცდომები. მაგრამ როცა შენზე სუსტებთან გიწევს თამაში, ძნელია ბოლომდე გაიხსნა. მე მირჩევნია, რომ ჩვენი ნაკრები ირლანდიასთან, ინგლისთან, უელსთან და სხვა ასეთი დონის ნაკრებებთან თამაშობდეს, თუნდაც თავიდან წარუმატებლად, ვიდრე ასეთ არაფრის მომცემ გუნდებთან. ძლერთან თანაშში გამოცდილებაც მოვა და მერე უკვე წარმატებებიც. თუნდაც უელსთან ტესტ მატჩი გაიხსენეთ.
shota
10 მარტი 2018 18:10
1
კარგი რააა,მილტონ.კაცი არა ხარ?რა ნერვები დაგვაწყვიტე.დალოცვილო,ჯერ ანგარიში დადე,და მერე ივარჯიშე რაა!
ბიჭებს რა თქმა უნდა ვულოცავ დამაჯერებელ გამარჯვებას,ამისათვის 20 წუთი გვეყო,დანარჩენი 60 წუთი კი ვარჯიში ყოფილა.გამოჩნდა,რომ ჯერ ძალიან ნედლია ახალი სტილი და გუნდი ძალიან არეული თამაშობს,მაგრამ ეს არც საკვირველია,სამაგიეროდ ბოლო 20 წუთმა გვაჩვენა,რომ რუსებთან ძველებურად თამაში ინტერესსაც კი ჰკარგავს.ისე ინგლისის თამაშს თუ უყურეთ შოტლანდიასთან,მათაც ზუსტად იგივე დღე დაადგათ, შერკინებაში,პირწმინდად დაიჩაგრნენ.ახალი სისტემის ათვისებას და შესისხხორცებას,დრო და საკმაო რაოდენობის თამაშები სჭირდება.ჰეიგის ინტერვიუ ახლაღა წავიკითხე და გირჩევთ თქვენც ნახოთ.მასში ბევრი რამაა ახსნილი და ორივე ხელის აწევით ვეთანხმები ჰეიგს.
სოსო
10 მარტი 2018 18:09
1
8 ნომერზე უნდა დაიწყოს გაჩეჩილაძემ!!! ლომიძე ვერ თამაშობს 8 ზე....9 ნომერი ვასკა მაგარია დაცვაში და ბურთის ამოტანაში მარა სისწრაპე აკლია რაქიდან გამოტანაში....
sport faza
10 მარტი 2018 19:22
3
ტექსტში შეცდომაა, კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა ლელო
eldari
10 მარტი 2018 18:09
0
ყველაფერი მწვრთელის ბრალია, წვიმაც და სეტყვაც მოედანზე - მწვრთნელის ბრალია :)
ზაზა
10 მარტი 2018 18:09
0
ასე ცუდად ჩვენებს არც არასოდეს უთამაშიათ, განსაკუთრებით რუსეთთან! მაგრამ მაინც მოიგეს, მითუმეტეს რუსეთი ჩვენთან მაქსიმუმს აკეთებს! ბრავო ბიჭებო, მიუხედავათ იმისა რომ არ თუ ვერ ითამაშეთ შედეგი მაინც დაიდო, გენაცვალეთ სუყველას, ქართველების საამაყო კაცები ხართ!!!!!!!
goga
11 მარტი 2018 13:58
0
ყველას ვეთანხმები ვინც იმ აზრზეა რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის უკვე მოძველდა და ამ ტურნირზე ყოველთვის მაღალ "ჟილკით" თამაში ძნელია რადგან თამაში დაწყებამდე მოგებული გვაქვს ყოველთვის, დარწმუნებული ვარ რუმინეთსაც წავლეკავთ და ამაში ეჭვი 0.1 % ტითაც არ მეპარება, მილტონ ჰეიგს ვულოცავ რომ ასეთი შემართებით ათამაში ბიჭები რაც ჩემი აზრით ძნელია, ეს ვარჯიშებია ჩემი აზრით და ახალგაზრდების შეჩვევა ნაკრებზე, მე ვთვლი რომ ბიჭებმა ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთეს და შეასრულეს ქართველი ხალხის სურვილი "სულ გამარჯვება ქართველებს" 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბიჭები ისე ითამაშებენ რომ ყველა კრიტიკოსს ენას ამოაგლეჯენ, წარმატებები ჩვენს ბორჯღალოსნებს და ნამდვილ გმირებს, წინ ბიჭებო გამარჯვებისკენ ღმერთი თქვენსკენ.
roma
11 მარტი 2018 11:03
3
ძალიან არეულად თამაშობს ნაკრები არავითარი გუნდურობა , ესეთი თამაშით იტალიასთან ძალიან შევრცხვებით .... ჰეიგმა ამოწურა ნაკრებში თავისი შესაძლებლობები, ნაკრებს არაფერში არ ეტყობა წინსვლა .....
დათო
10 მარტი 2018 18:22
30
:)მაიც ითმება, რომ არა, არა და არა, მაინც არ ვარგა! მაინც გამოსაცვლელია მწვრთელი და სამწვრთნელო გუნდი, მოტამაშეტა მთელი შემადგენლონა :))))))))))
ზაზა
10 მარტი 2018 17:45
33
ზაზა,ბეჭდვაში დასაწყისში ორი შეცდომა გაქვს დაშვებული და შენი ნათქვამი ხალხმა უკუღმა გაიგო,არადა მართლა გამოჩნდა მასეთი ხალხი,ვინც მაინც მოითხოვს მწვრთნელის გაშვებას.
სიმართლე კი ისაა,რომ ერთი საათი ბიჭებმა ახალი სტილის ათვისებაზე ივარჯიშეს,ბოლო 20 წუთი კი ძველებურად და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა პრემიალური ქულისათვის.კი,გვანერვიულეს,მაგრამ იცოდნენ რასაც აკეთებდნენ.ეს ერთი საათი მომავალში გამოგვადგება.სხვათა შორის ესპანეთთანაც არ მივისწრაფოდით შერკინების ხარჯზე გამარჯვებას.
სოსო
10 მარტი 2018 20:58
0

სიახლეები პოპულარული