BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?

AutoSharing Option
ბრიტანულმა მედია-მაგნატმა BBC-მ უელსი-საქართველოს დაპირისპირებას (13:6) ვრცელი სტატია მიუძღვნა და რამდენიმე ჩვენთვის საინტერესო თემაზე გაამახვილა ყურადღება.

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კარდიფში ჩატარებული შეხვედრა 13:6 დასრულდებოდა. საქართველოს ამ მატჩში "ოქროს შანსი" მიეცა და საკმაოდ კარგად სცადა კიდეც გამოყენება.

თუ რაგბში მთავარია შეტევა, შეჭიდება და მინდორზე აქტიურად მოძრაობა, მაშინ საქართველო ყველაზე რეალური კანდიდატია, რომ ექვსი ერის წინაშე აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ერის მთვარი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფეჰანი არ უჭერს მხარს უახლოეს მომავალში, ექვსი ერის გაფართოებას. მილტონ ჰეიგი მოითხოვს, რომ როგორც მინიმუმ შანსი
მიეცეს, საქართველოს ნაკრებს ესეთ გუნდებთან შეხვედრის, რათა გააუმჯობესოს თამაში.

უელსის ნაკრებმა 14 ცვლილებას მიმართა ამ შეხვედრაში და ამ ორი გუნდის უფრო რეალურ დაპირისპირებას 2019, წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ.

ეს მატჩი პასუხობს იმას, რომ საქართველო იმსახურებს უფრო ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებას, ვიდრე მასზე დაბალი დონის ნაკრებებთან ჭიდილია.

სტადიონზე 55 000 ადამიანი მივიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართველთა თამაშმა რაგბის გულშემატკივრები დააინტერესა. "
მკითხველის კომენტარები / 87 /
ზაზა!ბიძინჰაუზენმა ბევრი რამე განაცხადა,მაგრამ შეასრულა?
888
21 ნოემბერი 2017 10:31
8
უმადურობა ძალიან ცუდი სენია და თან არაკაცური!!!
რაც ბიძინას სიკეთე უკეთებია!!!
რა უნდა გააკეთოს კიდევ ამ კაცმა ამისთანა, რომ დავუნახოთ?

არ გინდათ დანახვა, თორემ დაინახავდით!

ისე, ყოჩაღ ბიძინას, ამდენი უმადურის გადამკიდე, კიდევ რომ ინარჩუნებს სიკეთის კეთების სურვილს!!!

უმრავლეს სეხვედრაში მას ისეთი ხალხი აკრიტიკებს ჩემს გარშემო, ვისაც მისხალი სიკეთე არ აქვს გაკეთებული!

gia
23 ნოემბერი 2017 10:52
1
კი არის საქართველო დიდი გუნდი, მაგდენ რამეს რომ უყურებთ, შეხედთ რამდენს ხარჯავს სხვები? ესპანეთმა და შარშან უკვე გერმანიამ სპორტულ პრიორიტეტებში შეიყვანა რაგბი, პირდაპირ ნადირობა მიდის კუნძულელებზე, სამოას უკვე თავის აღარავინ დარჩა ხეირიანი ყველა გაიკრიფნენ სხვა ქვეყნებში, რა არის აქ დასამორცხვი და ილუზორული შეგვიშვან და ვნახოთ მერე, გამოცდილება რომ გვქონოდა გუშინ იმ თამაშს, იმ შერცხვენილ უელსელებს კაცი ვერ ნახეს რომლებმაც, გავბდღვნიდით ნაზამთრალი ინდოურივით.
saertotuayvelasia
19 ნოემბერი 2017 14:11
1
ილუზიებსაც ნუ შევქმნით ჯერ არ ვართ 6 ერის დონეზე ისევ მაგ გუნდებმა უნდა ამოგქაჩოს მაგრამ არ იზამენ. შეიძლება წელიწადში 1 ან 2 შეხვედრა იყოს, რაც ძალიან ცოტაა.
ებიჯო
19 ნოემბერი 2017 13:02
5
იქნებ რაგბის წესებში კარგად გარკვეულმა ადამიანმა აგვიხსნას, ვინ არის ახალზელანიდელი, რომელსაც შერკინების დროს ფარსში და წესების მანიპულაციაში დებენ ბრალს, შერკინება ჩაშალა, საქართველო ფრეს იმსახურებდაო...
ჯიჰა
19 ნოემბერი 2017 17:18
0
უელსის მთავარი მწვრთნელი ჰეიგის მეგობარი და ახალი ზელანდიელია. შერკინებაში არ შემოუშვა პირველ ხაზელი, რომ სრული შერკინება არ დამდგარიყო, რაც არ მოგვცემდა მიწოლის უფლებას და უბრალოდ ბურთს შევაგდებდით და გამოვიტანდით.
Me
19 ნოემბერი 2017 22:30
0
ეს რა წაიკადრა უელსმა აა?
ბმბ
20 ნოემბერი 2017 00:33
0
ყველა გამოხმაურება
ჩვენი ექვს ერში გაწევრიანება 15-20 წლის განმავლობაში არ მოხდება. აბა დაფიქრდით ხალხო. ეს კომერციული ტურნირია და მოგებაზეა ორიენტირებული. ყოველ თამაშზე 55 000 მაყურებელი უნდა მივიდეს და ბილეთის ფასი ( მაგალითად საფრანგეთი - იტალიის თამაშზე) საშ. 55 ევროა . აბა თქვენ თავს ჰკითხეთ ვინ გადაიხდის ბილეთში 170 ლარს ?!
qomagi
20 ნოემბერი 2017 12:38
13
ეგ არაა ის არგუმენტი, რომელიც გამოდგება!!!
სპონსორები და ეგაა!!!
იმ გუნდებს რამდენი ტურისტი ჩამოყვება?
თან ქვეყნის რეკლამა მასეთი უნდა!!!
ახალ ზელანდიას ასეთი მორაგბეები რომ არ ყავდეს, ჰა და ჰა, კივის ჭმისას გავიხსენებდით მხოლოდ...

ეგ თქვენი არგუმენტი მაგონებს იმას, რომ განათლება ძვირი ღირსო
გაუნათლებლობა უფრო ძვირი არ ჯდება?
Gia
20 ნოემბერი 2017 16:23
2
ჯერ ერთი, ბილეთებიდან შესული თანხა ზღვაში წვეთია ტრანსლაციებიდან და რეკლამიდან შესულ თანხებთან შედარებით და გადავსებული პაიჭაძიდან 20 ლარიანი ბილეთებითაც გვარიანი თანხა გროვდება, მაგრამ თქვენ მთავრის გაგება არ გსურთ ცოცხალი (უკაცრავად) თავებით - საქართველოს ჩართვა ექვსი ერის გათამაშებაში უდიდესი გარღვევა იქნება ჩვენისთანა ქვეყნისათვის და ვერანაირი ქიმერული ნატოში შესვლა და "ტრუხა" ვიზალიბერალიზაცია ამ ფაქტს ვერ შეედრება... თქვენი არგუმენტი დაახლოებით ამგვარად ჟღერს - ავტომობილის ფულს ვერ ვქაჩავ და ამიტომ ქალაქში კამეჩებშებმული ურმით უნდა ვიარო, ეს უფრო შემეფერებაო... ერთიც გავითვალისწინოთ - ჩვენი კომენტარები ჰაერში უმისამართოდ არ იფრქვევა და რაგბის ბობოლებს დამატებით საბაბს ვაძლევთ - ჯერ საკუთარი ერი დაითანხმეთ ტურნირში მონაწილეობაზე და მერეღა გვიმტვრიეთ ექვსი ერის კარებიო...
ქომაგს ტროლისგან
20 ნოემბერი 2017 13:00
0
ყველა გამოხმაურება
მაგ ევროპაში,რაღაც მაჩანჩალა აზროვნებამ იმატა ყველა სფეროში, მათ შორის სპორტშიც.
ექვსი ერის ჩემპიონატი არის ხუთი ერისა და Home Nations-ის მემკვიდრე.2000 წლამდე ხუთი ერის ჩემპიონატი იყო.

რა დროს ექვსი ერია? 7-8 ერი უნდა იყოს უკვე.
იმ ექვს უნდა დაემატოს: საქართველო, გერმანია ან რუმინეთი.
გაიღვიძე ევროპა, განთიადია.
19 ნოემბერი 2017 14:40
2
რაგბის მცოდნეებს: ბოლოს მასიურ მძალების დროს ბევრი უელსელი გვყავდა ჩათრეული და კარგი მწვრთნელი ფრთაზე ბურთის გატანას დაავალებდა(უფრო სწორად კომბინაცია უნდა იყოს დამუშავებული)შეიძლება ვერ გამოსვლოდათ მაგრამ მცდელობა საჭირო იყო მითუმეტეს დრო გაწითლებული იყო საფრთხე უკვე აღარ გვემუქრებოდა დაკარგვის შემთხვევაში. და მაინც ჩემ აზრზე ვრჩები მადლობა მილტონს მან ამოწურა ნაკრებში თავისი თავი!
კახა
19 ნოემბერი 2017 13:20
28
არ გინდა რა ეს პროფესორობა თუ ძმა ხარ... თუ მაგდენი იცი იმასაც უნდა ხვდებოდე რო ბურჯის გასინბინებისას დარტყმითი უპირატესობა ჩვენ გვქონდა და ბიჭებიც მაგას ცდილობდნენ... ჰეიგზე კიდე ამოწურაო ჰარიფი თუ იტყვის მარტო....მელიტონა 2019-ის მსოფლიოზე უნდა იყოს აი მერე კიდე შეიძლება ლაპარაკი მისი უფრო ცნობილი მწვრთნელით ჩანაცვლებაზე...
მიროსან
19 ნოემბერი 2017 14:09
0
ალბათ მონიშნულიც გყავთ მილტონის შემცვლელი , მიშა ხომ არ ქვია სააკაშვილი ხომ არ არის გვარად?
ჰეიგი
19 ნოემბერი 2017 14:13
9
ყველა გამოხმაურება
თითქოს მაქსიმუმზე ითამაშეს ჩვენებმა მაგრამ ჩემი აზრით მეტის პოტენციალი აქვთ და უფრო კვალიფიციური მწვრთნელი შედეგს დადებდა.
კახა
19 ნოემბერი 2017 12:44
36
ჰეიგზე უფრო კვალიფიციური მწვრთნელი ვინ გინდა?

თერაპევტი დიმიტრი გელოვანი ხომ არ გინდა, ჰა?
)))
19 ნოემბერი 2017 13:25
1
"მეტი კვალიფიციურ"-ში რას გულისხმობთ? რა კრიტერიუმით? ნახეთ ჩვენი კლუბების პრაქტიკა, დონე და ამ ფონზე უელსს კარდიფში თანაბრად ეთამაძება ნაკრები.. რა კვალიფიკაცია დაეწუნება ჰეიგს? ასე უაპელაციო განცხადებები.....
გიორგი
19 ნოემბერი 2017 13:22
1
ყველა გამოხმაურება
არა არა ვინ გითხრათ?
ხატია
20 ნოემბერი 2017 15:32
0
Madloba bichebs tavdadebistvis
Es martkac is shemtxvevaa rom ageb da amayi xar rom saqartvelos sadarajoze dganan mtasavit vashkacebi
Cota meti gamocdileba rom gvqonoda aset gundebtan tamashis uketesi shedegi gveqneboda
Siscrafes unda moumatot dzmebo da gacielebit uketesi shedegi iqneba
Gaga
19 ნოემბერი 2017 23:09
0

სიახლეები პოპულარული