უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.

"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.

მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც
დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 124 /
მადლობელი ვარ ბიჭების იმისთვის, რომ თავს უფლებას მივცემ და უკმაყოფილებას გამოვთქვამ დადებული და ტაბლოზე აღნიშნული შედეგისთვის!!!
ბიჭებო, ძალიან მაგრები ხართ და მეამაყებით!
წინ საქართველო!!!
ზვიადი
18 ნოემბერი 2017 20:52
2
დავამტკიცეთ რო ღირსები ვართ. ვეღარაფერს იტყვიან საერთოდ. უელსმა ბოლო წუთზე იკადრა სახლში. იკადრა ის რო შერკინებაში არ დაგვიდგა. მაგ საქციელი გამო ინგლისელები შეიძლება საერთოდ აღარ ეთამაშონ :D :D: D გენაცვალეთ ბიჭებო ყოჩაღ.
ukleba
18 ნოემბერი 2017 20:51
0
Rac moxvda moxvda. Madlobt bichebo. Guli da suli dades
Fanatic
18 ნოემბერი 2017 20:50
1
ძალიან მაგარი გუნდი გვყავს.მე ვამაყობ ამ გუნდით.
ივერი
18 ნოემბერი 2017 20:50
0
საოცარი თამაში გამოვიდა საოცარი, მით უფრო როდესაც ჩვენების ესეთ თავდადებას და ბრძოლის ჟინს უყურებ. უდიდესი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის.!!!
ლაშა
18 ნოემბერი 2017 20:49
0
საამაყო არ ვიცი, 13ქულა უნდა აგვეღო, ეგეთი შანსი იაპონიამ გამოიყენა თავისდროზე და მოიგო თამაში! ჩვენ ორჯერ ვერ შევძელით, ერთი ირლანდიასთან ერთჯერ ახლა!!! არ შეიძლებოდა ასეთი თამაშიდან უქულოდ გამოსვლა!
მ.მ
18 ნოემბერი 2017 20:48
6
მადლობელი ვარ ბიჭების იმისთვის, რომ თავს უფლებას მივცემ და უკმაყოფილებას გამოვთქვამ დადებული ტაბლოზე აღნიშნული შედეგისთვის!!!
ბიჭებო, ძალიან მაგრები ხართ და მეამაყებით!
წინ საქართველო!!!
ზვიადი
18 ნოემბერი 2017 20:47
0
ყველაფერი კარგი იყო ბოლო მომენტის გარდა. ხაზზე უნდა გადაეტანათ ბურთი
!
18 ნოემბერი 2017 20:47
0
კარგი იყო ბიჭებო იმის და მიუხედავათ რო ვერ მოვუგეთ. მადლობა ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს. წარმატებები და გამარჯვებები!!!!!!
საქართველო
18 ნოემბერი 2017 20:46
0
ამდენი არასდროს არ მინერვიულია........როცა ასე ახლოს ვიყავით მოგებასთან.......ამ დონის თმაშები უფრო მეტი გვჭირდება, უფრო მეტი.........და ყველაფერი კარგად იქნება........... გაოცებული ვარ ჩვენი ბიჭების თავგანწირული თამაშით........ძალიან მიხარია და ვამაყობ ჩვენი რაგბისტებით....... მადლობა თქვენ, რომ არსებობთ!!!!!!
ლევანი
18 ნოემბერი 2017 20:46
0

სიახლეები პოპულარული