უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.

"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.

მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც
დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 124 /
რა გეამაყებათ?! ღირსეული წაგება?! წაგება წაგება არის. რა გეამაყებათ? მარად დამარცხებული ხალხი ვართ, ერთადერთი ერი რომელიც დამარცხებაში დიდებას ხედავს! რომელიც წაგებას მოგებად ასაღებს! ჩუმად!
ლუკა
19 ნოემბერი 2017 08:31
39
რაღაცის აზრზე როცა არ ხარ, ჯობია ჩუმად ეგდო, რომ ყველამ არ გაგინოს, გაითვალისწინე ;)
კოკა
19 ნოემბერი 2017 10:12
0
ლუკა ბატონო 20 წლისწინ ასეთი ანგარიშით რუმინეთთან რომ წაგვეგო მაშინაც მადლობას ვეტყოდით, თუმცა ახლა რომ წააგონ რუმინეთთან თავზე ხელს არავინ გადაუსვას. სათამაშო კლასი და ტრადიციები თუ არ გესმის ნუ ლაპარაკობ. უელსი 160 წელია რაგბს თამაშობს, ჩვენ 10-15 წელია. ეს ერთი. მეორე გაგია 300 არაგველი? დიახ ისინიც დამარცხდნენ. მაგრამ მე ამაყი ვარ მათით. თუ არ გაგიგია წაიჯითხე და შენც იამაყე და თუ საამაყოს ვერ დაინახავ მაშინ მართლა ვერ გააიგებ რა არის როცა მარცხდები მაგრამ ამაყი ხარ
გიორგი
19 ნოემბერი 2017 17:24
1
ყველა გამოხმაურება
აბა გამოდით ლომებრ მყეფე მტერთ სისხლ მჩქეფე ბელაცვალე ბიჭებს
მდა
18 ნოემბერი 2017 23:06
0
Siswrafeshi xelit tamashi chveni aqilevsis quslia. Es rom gamogvesworebina zelandiasac spinerivit vatrialebdit.yochag kai iko
Oto
18 ნოემბერი 2017 21:07
0
Martlac ro swori satauria shercheuli me martlac amayi var am nakrebit genacvalet bijebo wageba cudia dges magram tqven mainc chven amaynit vart am nakrebit gebacvalet
Nodo
18 ნოემბერი 2017 20:58
0
ragbi chveni tamashia
dato
22 ნოემბერი 2017 11:07
0
საქართველოს ნაკრებმა უელსთან საშინელი თამაში აჩვენა. ჩვენი ნაკრების მაქსიმუმი არის ის რომ მოწინააღმდეგეს თამაშის საშუალება არ მისცეს. ეს იყო არასანახაობრივი, მოსაწყენი ჭიდაობა. ისე როგორც საქართველოს ფეხბრთის ნაკრები, რაგბის ნაკრების მაქსიმუმი არის მოწინააღმდეგისთვის თამაშში ხელის შეშლა. არანაირი სანახაობა და ინტერესი ასეთ თამაშს არ აქვს და ექვსი ერის შეჯიბრებაში ასეთი თამაშის მომხრეები არ იქნებიან. მე როგორც მაყურებელი ასეთი თამაშის საყურებლად არ წავალ სტადიონზე. საქართველოს ნაკრებს აკლია შემოქმედებითი ალღო, მოქნილობა, სისწრაფე, ფიზიკური მომზადება.
ლუკა
19 ნოემბერი 2017 05:35
51
ბოლო წუთები თუ სანახაობრივი არ იყო მაშ რაღაა სანახაობა? უელსმა რომ თავისი ნებით ჩაიხადა 70 ათასი კაცის თანდასწრებით, მარტო ამისთვის ღირდა ყველაფერი.
P.S. უელსის მორაგბეთა ნაკრების მწრთვნელი თავის ასისტენტად კაშიას გადაყვანას აპირებს, თავისი სამკლაირიანად.
imereli
19 ნოემბერი 2017 10:03
1
ლუკა,
შენი ანალიზი არასწორია,ჩვენმა ნაკრებმა თამაშის ჩაშლაზე კი არ იმუშავა,არამედ პირიქით,საკუთარი თამაშის მეტოქისთვის თავისმოხვევაზე.ჩვენ არც სისწრაფეში ჩამოვრჩით უელსელებს და მეტსაც გეტყვი,მეორე ტაიმში ძირითადად ჩვენ ვდომინირებდით,უელსს საკუთარი სტილი აქვს,ჩვენ ჩვენი და თანდათანობით ჩვენი თამაშის ხარისხი უფრო მაღლა იწევს,თუ ხელით თამაშს და შეტევის ტაქტიკას გამოვასწორებთ - ძალიან მაღალი დონის რაგბს ვითამაშებთ,თან ძალიან მალე.
პროვოკატორი
19 ნოემბერი 2017 09:35
0
ყველა გამოხმაურება
ვფიქრობ მილტონმა პაზორი თავიდან აარიდა უელსს და შერკინება აგარ მოითხოვა. ძალიან მაგრები ხართ ზმებო. გენაცვალეთ
Ramaz
18 ნოემბერი 2017 21:51
0
ელა განსჯა არის ტყუილი წყლის ნაყვა. ბიჭებმა ითამაშეს საუკეთესოდ, წაგება უბრალოდ გორგოძის და ზირაქიშვილის არყოფნის ბრალია. როგორ დავიჯერო რო ბოლო 10 წუთი ვერ განოვიდოდნენ მოედანზე??? ღალატია ეგ და მოღალატეები არიან. დღეს ქართული რაგბის დიდგორი იყო და ღალატის გამო ეს დიდგორი წავაგეთ.
დიმიტრი
18 ნოემბერი 2017 21:38
20
მართლაც ძალიან გვანერვიულეს კარგი გაგებით და თამაშით კმაყოფილი დავრჩი თუ ყველაფერს ლოგიკურად შევხედავთ. ერთმა გადაწყვეტილებამ დამწყვიტა გული ,აუტი რატო გადაწყვიტეს თუ შერკინება შეიძლებოდა? ჩვენი შერკინება კი დგესაც დომინირებდა.
Valeri
18 ნოემბერი 2017 21:04
0
კი, საამაყოდ დავმარცხდით
გიორგი
18 ნოემბერი 2017 20:42
22
რამ გაგაბოროტა ((( ეტყობა შენ ან გალახული ყევხარ რომელიმეს , ან პათოლოგიურად გძულს რომ ასეთი გუნდი გვყავს !! არ დაბლოკოთ კომენტარი !
კახაბერი
18 ნოემბერი 2017 21:36
0

სიახლეები პოპულარული