უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.

"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.

მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც
დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 124 /
ქართველი მორაგბეების თამაშზე ყურების შემდეგ ვრწმუნდები რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანს გურამ კაშიას ლგტბს ფერადი სამკლაური ტყუილად არ გაუკეთებია და ზოგადად საჭიროა რომ ფეხბურთელთა ნაკრების ფორმაზე იყოს გამოსახული ლგტბს ლოგო და ფერები. პ.ს. ქართველ მორაგბეებს დიდი მადლობა თამაშისთვის, თავდადებისთვის
megre
18 ნოემბერი 2017 21:15
10
ბიჭები მაგრები არიან ჰეიგის მეთაურობით!!!!
თემო მ.
18 ნოემბერი 2017 21:13
0
კარგია კარგი სხვა საკითხებშიც ასე რომ იზრდებოდეს საქართველო მაგარი იქნება. ცოტა სისწრაფესაც რომ მოუმატონ სავარაუდოდ ხუთეულსიც ვიქნებით
ggg
18 ნოემბერი 2017 21:13
0
ყოჩაღ ბიჭებო გვეამაყებით! გენაცვალეეეთ
ნიკა
18 ნოემბერი 2017 21:10
0
უელსელებს რომ ბავშვივით გაუხარდათ შერკინებაში ჩვენი დაჯარიმება მარტო ეს რად ღირდა. ნარიაშვილი არის მსოფლიოში საუკეთესო ბურჯი
David
18 ნოემბერი 2017 21:10
0
სწორედ ამიტომ ცდლობენ არ გვეთამაშონ 6 ერის გუნდები და განსაკუთრებით იტალია. როგორი გადასატანია აგერ არაფრად მიგაჩნია ქვეყანა მისი გუნდი კი თავხედურად ცდილობს შენს მოგებას და გამოცდილების ნაკლებობა რომ არა . . .
ეჰ ბიძოს ფული რომ მქონდეს 4 ერის კარებზე მივუკაკუნებდი და მიგვიღებდნენ კიდეც.
აი მერე 1-2 წელიწადში გენახათ ჩვენების პროგრესი.
ახლა დავეშვათ მიწაზე
შეცდომები რათქმაუნდა გვქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ წინ მივიწევთ.
კარგი იყო მოდებაძე მაგრამ იმ გაქცევის მომენტში სისწრაფე და განსაკუთრებით გამძლეობა აშკარად არ ეყო.
ბოლო 10 წუთში 2 მომენტი გვქონდა და იმდენად შევედით აზარტში, ფლანგებზე გადატანა ვერც მოფიქრეთ განსაკუთრებით ბოლო შეტევა. მეტი პრაგმატიზმია საჭირო და გამოცდილებასთან ერთად ესეც მოვა.
და თუ ვინმეს რაგბის წარმატება არ უხარია თავისი ცინიკური კომენტარები თავისთვის შეინახოს.
ქუთაისელი
18 ნოემბერი 2017 21:09
0
სხვათაშორის საქართველოში რომ რაგბი არ იცოდნენ რა იყო და როგორ ერქვა სწორად,ზოგი რეგბს იძახდა ზოგი რას.მაშინ დაიწყო ბიძინამ ფულის ჩადება რაგბიში,ბევრი წლის წინ,სწორედ მისი დამსახურებაა რომ დღეს გვყავს ასეთი გუნდი და უკეთესი თაობა იზრდება,ინტერესთან ერთად.ის უხდიდა ხელფასებს,აკეთებდა უმაღლესი დონის სტადიონებს და ა.შ.ნუ დავუკარგავთ ამ ამაგს:) ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა,მაგრამ ეს ფაქტია და ყველა მორაგბემ იცის ეს:)
11
19 ნოემბერი 2017 00:54
2
დანა პირს არ მიხსნის... არ უნდა წაგვეგო, ვინც არ უნდა ყოფილიყო... ასეთ თამაშს რო ითამაშებ და წააგებ არ ვიცი რა... პ.ს რაც უელსმა იკადრა ბოლოს მაგას რაგბში არ კადრულობენ როგორც წესი, იმენა იცოდა რო ყვითელზე იყო და გააგდებინა თავი... ხაზით შეტევა უნდა გამოსწორდეს თორე ცოდოები არიან მორკინალები, ერთი გაშლა უნდოდა ბოლოს, 14 კაცს უნდა გაუთამაშო... მაგარი ბიჭები გვყავს.
parfiumer
18 ნოემბერი 2017 21:08
0
მართალი ხარ ეგ ჩვენს ნაკლად რჩება. ხაზზე უნდა გაგვეტანა, მაგრამ ეგეც დაიხვეწება მალე ჯერ ის ნდობა არ აქვს ხაზს და ცდილობდნენ საიმედოდ შეეტიათ მორკინალებით.
Me
18 ნოემბერი 2017 22:57
0
Siswrafeshi xelit tamashi chveni aqilevsis quslia. Es rom gamogvesworebina zelandiasac spinerivit vatrialebdit.yochag kai iko
Oto
18 ნოემბერი 2017 21:07
0
დაჩმორებული უელსი! მაგრამ ხაზის თამაში გვჭირდება სასწრაფოდ
მიშა
18 ნოემბერი 2017 21:05
0
საამაყო გუნდია,25-ში ყველანი სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ჩვენ მაგარ ნაკრებს.
zas.
18 ნოემბერი 2017 21:05
0

სიახლეები პოპულარული