უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.

"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.

მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც
დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 124 /
არც გააშრიალო რა; ორიგანოლობს ბიჭი; კანადას რომ გადაუარეს, ამერიკას რომ უგებენ და რუსეთი ერთ ადგილზე ჰყავთ ამოჩრილი ეგ არ გინახია; უბრალოდ რაგბიში უელსთან ასეთი წაგებაა უფრო იმედისმომცემია, ვიდრე ზემოთ აღნიშნული 3 უზარმაზარ სახელმწიფოსთან მოგება; იცი შენ ეს, მაგრამ მწარე რამე ხომ უნდა თქვა; არიან ტიპები ყველაფერში რომ ცუდი უნდა დაინახონ და მაგარი საცოდავები არინა
lukas
19 ნოემბერი 2017 11:52
0
ბოდიშს ვიხდი გამოტქმული აზრის გამო, რომ მილტონმა დაინდო და შერკინება არ დანიშნა თქო ბოლოს. თურმე უელსელებს შეშინებიატ და წესების მანიპულირებით შერკინება არ დაუნიშნინებიათ. ისე შეეშინდათ, რომ კაცობაზე ხელი აიღეს და ...... გორგოძეც რომ გვყოლოდა უეჭველი მოუგებდით.... გენაცვალეთ ძმებო, ძალიან გაგვახარეთ
Ramaz
19 ნოემბერი 2017 06:56
0
გილოცავთ ყველას ასეთ კარგ თამაშს. ეხლა რა მინდა ვთქვა ცოდოები ვართ მემგონი უკვე ძაან ისევ რუსეთთან, რუმინეთთან, ესპანეთთან პორტუგალიასთან მეორე ეშელონის გუნდებთან სათამაშოდ გადაზრდილები ვართ მაგისთვის და მეორე მოსაზრება არის რო ექვსი ერისთვის ჯერ მზად არ ვართ მაგრამ დღევანდელმა თამაშმა დაგვანახა ალბათ ყველას რო ვიმსახურებთ დაწინაურებას, თორე ვფიქრობ კიდე უფრო განვითარება ძაან გაგვიჭირდება პორტუგალიასთან და რუსეთეთან თუნდაც რუმინეთთან ჭიდაობით. იქნებარამეთი ვიასაც შეუძლია შეეშველოს საქართველოს სიტყვა შეაწიოს და ფულით უზრუნველყოს , იმიტო რო ექვსი ერი კომერციული ტურნირია . წარმატებები ბიჭებს , მადლობა.
საქართველო
18 ნოემბერი 2017 21:35
0
მართლაც ლომები ხართ! ოხ სად გადაგვირჩნენ
კახა
18 ნოემბერი 2017 21:35
0
საღოლ ჩვენ ბიჭებს. რა მეორე ტაიმი გააკეთეს, ყოჩაღ ლომებო. პირველ ტაიმში მაინც მოკრძალება იგრძნობოდა. აღარანაირი მოკრძალება. დიდი მადლობა თქვენ, გვეამაყებით, გვიყვარხართ
გულშემატკივარი
18 ნოემბერი 2017 21:18
0
საამაყო გუნდია,25-ში ყველანი სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ჩვენ მაგარ ნაკრებს.
zas.
18 ნოემბერი 2017 21:05
0
ცივი გონებით რომ გავაანალიზოთ ბოლო 2 თამაში ხაზის გაჭრა გვიჭირს ძალიან, ვცდილობთ ხელით თამაშს, მაგრამ არაეფექტურად გამოგვდის. ბევრ ფაზას ვაბავთ შეტევაში, მაგრამ ჩვენივე შეცდომით გვეშლება ეს წვალება. ამით არ ვაკნინებ ჩვენს გუნდს, პირიქით ძალიან მაგრები არიან რომ უკვე ამხელა ამბიციები გვიჩნდება გულშემატკივრებს და არცერთ მატჩში არ გვრჩება უსუსურობის განცდა. ვფიქრობ სწორ გზაზეა გუნდი და თანამედროვე რაგბის ელემენტებს ნაყოფიერად ითვისებს. ეს შეცდომები კი დიდ გუნდებთან თამაშის გამოუცდელობის ბრალია და თუ მოგვეცა შანსი მათთან ხშირად თამაშის, მალევე მოგვეხსნება ეს წნეხი. ისე კი 6 ერი ნამდვილად ადრეა ჩვენთვის - ეგ კომერციული ტურნირია და სანახაობაა მანდ საჭირო, ისეთი ლელოები როგორიც კანადასთან დავდეთ და ბევრი ქულის გაკეთება. მაგას რომ შევძლებთ მაშნ მიგვიღებენ, მანამდე კი დავტკბეთ ჩვენი ბიჭების თანმიმდევრული წინსვლით და ჯერ 10-ეულში დავმკვიდრდეთ. ისე გორგოძე ადრე წავიდა ნაკრებიდან, ვერავინ დამაჯერებს რომ წელიწადში 2 შეკრებას ვერ გაუძლებდა და 60 წუთსაც ვერ ითამაშებდა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით სხვა იყო მისი წასვლის მიზეზი, მაკრამ რაგბისტებს გასახდელიდან არ გამოაქვთ ინფორმაცია სხვებისგან განსხვავებით. ბრავო - ასე გააგრძელეთ ბიჭებო და ის პატარ-პატარა შეცდომებიც ნელ-ნელა აღმოიფხვრება და შესაბამისად უკეთესი შედეგიც გვექნება.
???
19 ნოემბერი 2017 11:55
1
ლელო თქვენ იამაყეთ ლგბტ ფეხბურთელებით კაცებით ამაყობა თქვენი საქმე არააა
დდ
18 ნოემბერი 2017 23:39
3
ყველაფერი კარგი იყო ხაზს მეტად უნდა ვენდოთ. მგონი მილტონმა დაავალა პირველი ტაიმი გაძელით და თამაშში დარჩითო მერე სისწრაფეებიც იკლებს და შანსი გვეძლევა, გამოუცდელობის ბრალია შემდეგში ჩვენს შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ. გამაკვირვა ახალი თაობა წინ ფაქტიურად ბურთს არ აგდებს მანდ კლასიანად თამაშობენ. იმედია იტალიის ტესტს არ გააუქმებენ 6ერი პრესშია უკვე 3თამაში მოგვცეს 3წელიწადში და უელსი სახლში კინაღამ დავამარცხეთ!!! თორე შერცხვენით კი შევარცხვინეთ ეს რა იკადრეს შერკინებაში დამალვა თიერ 1 არ გრცხვენია?
Me
18 ნოემბერი 2017 23:03
1
es fantastikaaaa!!!!warmoudgeneli sanaxaobaaa!!!uelsis sheshineba girda yvelafraaad!!davadumet mileniumia da raqvia exla mag stations.iaponiashi wavigdebt uelss iq xo chven jgufshi ariaan didebaaa tqven vajkacobaas
soso
18 ნოემბერი 2017 23:54
0

სიახლეები პოპულარული