უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.

"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.

მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც
დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 124 /
ჯერ არ ვართ ექვსეულის გუნდების მოსაგებად, მაგრამ წინსვლა არის გამოცდილებას იღებს ნაკრები რაც ძალიან გვაკლია დიდ გუნდებთან. წინააღმდეგობას ვუწევთ მაგრამ კრეატულობაა გვაკლია შეტევაში.
ებიჯო
18 ნოემბერი 2017 21:52
1
ვფიქრობ მილტონმა პაზორი თავიდან აარიდა უელსს და შერკინება აგარ მოითხოვა. ძალიან მაგრები ხართ ზმებო. გენაცვალეთ
Ramaz
18 ნოემბერი 2017 21:51
1
უნდა მოგვეგო უკმაყოფილო ვარ
aleko
18 ნოემბერი 2017 21:51
0
ვფიქრობ მილტონმა პაზორი თავიდან აარიდა უელსს და შერკინება აგარ მოითხოვა. ძალიან მაგრები ხართ ზმებო. გენაცვალეთ
Ramaz
18 ნოემბერი 2017 21:51
0
ბრავო ბიჭებს მეამაყებიან ეს ბიჭები.
T.q
18 ნოემბერი 2017 21:51
0
მაგარი ბიჭები არიან, უფრო მეტი თამაში ასეთი დონის გუნდებთან და სისწრაფეც დაიხვეწება და ყველაფერიც,ყველაფერი წინაა ბიჭებო
nykri
18 ნოემბერი 2017 21:49
0
შერკინება აუტით შეგვიცვალეს, რა წესია, სირცხვილი უელს, ეს გამარჯვება არ არის.
duda
18 ნოემბერი 2017 21:49
0
ელა განსჯა არის ტყუილი წყლის ნაყვა. ბიჭებმა ითამაშეს საუკეთესოდ, წაგება უბრალოდ გორგოძის და ზირაქიშვილის არყოფნის ბრალია. როგორ დავიჯერო რო ბოლო 10 წუთი ვერ განოვიდოდნენ მოედანზე??? ღალატია ეგ და მოღალატეები არიან. დღეს ქართული რაგბის დიდგორი იყო და ღალატის გამო ეს დიდგორი წავაგეთ.
დიმიტრი
18 ნოემბერი 2017 21:38
20
საქართველომ ამირანივით მიაჯაჭვა უელსი მეორე ტაიმშუ საკუთარ ჩათვლის მოედანთან. ყოჩაღ ბიჭებო ვამაყობთ თქვენით!!!!
bibi
18 ნოემბერი 2017 21:38
0
ელა განსჯა არის ტყუილი წყლის ნაყვა. ბიჭებმა ითამაშეს საუკეთესოდ, წაგება უბრალოდ გორგოძის და ზირაქიშვილის არყოფნის ბრალია. როგორ დავიჯერო რო ბოლო 10 წუთი ვერ განოვიდოდნენ მოედანზე??? ღალატია ეგ და მოღალატეები არიან. დღეს ქართული რაგბის დიდგორი იყო და ღალატის გამო ეს დიდგორი წავაგეთ.
დიმიტრი
18 ნოემბერი 2017 21:38
10

სიახლეები პოპულარული