უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.

"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.

მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც
დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 124 /
კარგი იქნებოდა მომდევნო მატჩებისთვის თუ ხაზსს გავწელავთ,ფრთები მოშიშვლებული იყო უელსის ბოლო წამებზე და ხეირი შეიძლებოდა ალბათ.
ნიკა
18 ნოემბერი 2017 21:15
0
დანა პირს არ მიხსნის... არ უნდა წაგვეგო, ვინც არ უნდა ყოფილიყო... ასეთ თამაშს რო ითამაშებ და წააგებ არ ვიცი რა... პ.ს რაც უელსმა იკადრა ბოლოს მაგას რაგბში არ კადრულობენ როგორც წესი, იმენა იცოდა რო ყვითელზე იყო და გააგდებინა თავი... ხაზით შეტევა უნდა გამოსწორდეს თორე ცოდოები არიან მორკინალები, ერთი გაშლა უნდოდა ბოლოს, 14 კაცს უნდა გაუთამაშო... მაგარი ბიჭები გვყავს.
parfiumer
18 ნოემბერი 2017 21:08
0
მართალი ხარ ეგ ჩვენს ნაკლად რჩება. ხაზზე უნდა გაგვეტანა, მაგრამ ეგეც დაიხვეწება მალე ჯერ ის ნდობა არ აქვს ხაზს და ცდილობდნენ საიმედოდ შეეტიათ მორკინალებით.
Me
18 ნოემბერი 2017 22:57
0
საამაყო არ ვიცი, 13ქულა უნდა აგვეღო, ეგეთი შანსი იაპონიამ გამოიყენა თავისდროზე და მოიგო თამაში! ჩვენ ორჯერ ვერ შევძელით, ერთი ირლანდიასთან ერთჯერ ახლა!!! არ შეიძლებოდა ასეთი თამაშიდან უქულოდ გამოსვლა!
მ.მ
18 ნოემბერი 2017 20:48
6
ლუკა ორიგინალობ?მერე ვინ გთხოვს უყურეო .ნუ დაიტანჯავ თავს და იყავი შენთვის
ნანა
19 ნოემბერი 2017 09:49
1
უელსმა მაგრად იჩათლახა, სპციალურად გაიყვანეს 1 ხაზელი, ვითომ დაიმტვრა და წესების მიხედვით შერკინება აღარ დაინიშნა ... აი მასე გაძვრნენ :(
paata
18 ნოემბერი 2017 22:48
0
ზირაქა და მამუკა რომ გვყოლოდა, ის ლელო უეჭველი დადებული არ გვქონდა? რატომ არ შეიძლება შეიცვალონ აზრი და მსოფლიოზე ითამაშონ, ბევრად ძლიერი გუნდი გვეყოლება, ამ მატჩზე კი რა ვთქვა, რაგბიში გრანდი საერთოდ მეორე ტაიმში იგებს თამაშს უფრო მაღალი კლასის ხარჯზე, ამ თამაშში თუ ვინ იყო უკეთესი მეორე ტაიმში, თავადაც ვნახეთ, დასკვნები რაგბის მამებმა გააკეთონ.
ბმბ
18 ნოემბერი 2017 22:42
0
ვფიქრობ მილტონმა პაზორი თავიდან აარიდა უელსს და შერკინება აგარ მოითხოვა. ძალიან მაგრები ხართ ზმებო. გენაცვალეთ
Ramaz
18 ნოემბერი 2017 22:32
5
მილტონი არ წყვეტს იქ შერკინებას მოვითხოვთ თუ არა, კაპიტანი წყვეტს, კაპიტანმა მოითხოვა მაგრამ უელსელებმა იმის შიშით რომ საჯარიმო ლელოს ავკიდებდით ტრავმა მოიმიზეზეს და არ გმაოიყვანეს პირველხაზელი. ამიტომ გააუქმა მსაჯმა შერკინება
kentavri
18 ნოემბერი 2017 23:06
0
ძმობას გაფიცებ, ღადაობ ხო?)))
გაგა
19 ნოემბერი 2017 00:00
1
ყველა გამოხმაურება
სულ 21 კომენტარია და ზოგ კომენტარს 44 ლაიქი აქ წერა გეზარებათ? :D დიმა და რაგბი :D ნიაზი მაგარი კაცია ძალიან :D ერტი სიამოვნებაა მისი მოსმენა ერთი იტალია დაგვრჩა :D ბობოლებს რაც არ უნდა კარგათ ვეთმაშოტ სამწუხაროდ ჯერ ვერ დავამარცხებთ და არაფერს ექნებააზრი თუ იტალიას არ ვაჩვენეთ ვინაა ღირსი 6 ერში
ნოდო
18 ნოემბერი 2017 22:29
3
საინტერესოა რას წერენ უცხოური გამოცემები?
Z.LO
18 ნოემბერი 2017 22:02
1
Daily Mail UK: Hallam Amos scored to ensure Wales avoided embarrassment in Cardiff

"ჰალამ ამოსმა თავის გუნდს ქულა მოუტანა და უელსის ნაკრები თავის მოჭრას გადაარჩინა კარდიფში"
Mari
19 ნოემბერი 2017 03:02
0
საქართველომ ამირანივით მიაჯაჭვა უელსი მეორე ტაიმშუ საკუთარ ჩათვლის მოედანთან. ყოჩაღ ბიჭებო ვამაყობთ თქვენით!!!!
bibi
18 ნოემბერი 2017 21:38
0

სიახლეები პოპულარული