"ბორჯღალოსნებმა" კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თიბისი სერიის პირველი მატჩი "დინამო არენაზე" კანადასთან გამართა.

ამ გუნდებს შორის თანაბარი ბალანსი (3-3 მოგება) იყო და მეშვიდე, ერთობ სანახაობრივ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ლამაზი გამარჯვება მოიპოვეს.

ჩვენმა გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და მე-3 წუთზე სოსო მათიაშვილმა ლელო დადო, მანვე ზუსტად შეასრულა გარდასახვა და დავწინაურდით 7:0.

- სოსო მათიაშვილის ლელო კანადასთან მატჩში [VIDEO]

მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმით შეამცირეს ანგარიშში სხვაობა, თუმცა მათიაშვილმა სამი საჯარიმოთი უპასუხა და 16:3.

27-ე წუთზე "ნაკერჩხლებმა" ლელოს დადება ვერ მოახერხეს, მაგრამ მალე მაინც
მივიღეთ ლელო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს (16:8).

პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი ნემსაძემ ლელოში დაამიწა ბურთი, მათიაშვილმა ჯარიმაც მიაყოლა და შესვენებაზე 23:8 ენთო ტაბლოზე.

ნაანტრაქტევს კიდევ უფრო სანახაობრივი თამაში წავიდა: ჯერ ლევან ჩილაჩავამ დაამიწა ბურთი ლელოში და გარდასახვაც განვახორციელეთ, შემდეგ იგივეთი სტუმრებმა უპასუხეს, მერე შარიქაძემ ბრწყინვალე ლელო დაამიწა, გარდასახვაც გამოვიყენეთ (40:15). ამას მეტოქის წარმატებული იერიში, ლელო + გარდასახვა მოყვა და ანგარიშში სხვაობა 18 ქულამდე შეამცირეს.

მერე მათიაშვილმა ბურთი გადაკიდა და ნახტომში საოცარი სილამაზის ლელო დადო, ჯარიმაც შესანიშნავად შეასრულა (47:22), ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კახა ასეიშვილმა ლელო დაამიწა, მატჩის უდავოდ საუკეთესო მოთამაშემ მათიაშვილმა ჯარიმაც გამოიყენა და 32-ბურთიანი სხვაობით დავამარცხეთ კანადა.

დავამარცხეთ ლამაზად და მაყურებელმაც თამაშისგან დიდი სიამოვნება მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 50 /
ვულოცავ სოსო მათიაშვილს. მან ჩვენი რაგბის ისტორიაში 1 მატჩში აღებული ქულების რეკორდი დაამყარა - 34 ქულა.
gogig
12 ნოემბერი 2017 02:19
0
მახსოვს როგორ აკრიტიკებდნენ ილტონს რუმინეთთან მარცხის გამო და "პროფესორები" ერთ ამბავში დროზე წავიდესო. მაშინაც მჯეროდა და ახლაც მჯერა რომ მილტონი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ, შედეგიც სახეზეა. რაგბს დაახლოებით 2003 წლიდან ვუყურებ, ინგლისს რომ ვეთამაშეთ, თამაში არ გამომიტოვებია მას შემდეგ და ასეთი ღია , ლაღი რაგბი ასეთ მეტოქესთან უფრო გამოცდილებსაც თუ გახსოვთ არ ვიცი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჰეიგმა ჩვენი ერის ხასიათის გასაღებს მიაგნო და უკირკიტებს, შედეგიც სახეზეა.

ვფიქრობ მსოფლიო თასისთვის სერიოზული გუნდი გვეყოლება
თოთი
12 ნოემბერი 2017 03:25
1
კარგი იყო ფრთების შეტევა. უელსთან უკეთეს დაცვას ველოდები. მოუხდა ნამდვილად ახალების სისწრაფე ფლანგებზე კარგად დარბიან და ბოლომდე იბრძვიან. მსოფლიოზე საშიში ძალა გვექნება ყველასთვის. საქართველოს გაუმარჯოს!! ჩვენს რაგბისტებს გაუმარჯოს!! გაქართველებულ მილტონს გაუმარჯოს!! ყველაზე სწორად უდგება საკითხებს და სწორად აფასებს მე მჯერა მილტონის
Me
12 ნოემბერი 2017 01:37
0
მილტონმა თქვა "ჩვენ მზად ვართ შევქმნათ რაღაც განსაკუთრებული" ფაქტი სახეზეა! უღრმესი მადლობა ჩვენს რაგბისტებს და მილტონ ჰეიგს. ეს იყო რაგბის ზეიმი.
ლევანი
12 ნოემბერი 2017 07:58
0
თქვენი გამჩენის ჭირიმე, თქვენი!
კაცნი ყოფილხართ ბურთის დამშვენი!
qomagi
12 ნოემბერი 2017 02:06
0
კარგი ანგარიშის მიუხედავად კანადელები საკმაოდ ადვილად გვიჭრიდნენ ხაზს და უელსის თამაშის წინ ყურადღება უნდა მიექცეს
912
11 ნოემბერი 2017 21:08
1
კარგი თამაში აჩვენეს ჩვენმა მორაგბეებმა,ასევე მინდა ვთქვა რომ,საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ქართველმა მორაგბეებმა მაღალ დონეზე ითამაშეს,მე მიხარია რომ ესეთი ძლიერი ჩემპიონატი გვაქვს და კიდევ წინსვლას განაგრძობს.
lL
12 ნოემბერი 2017 11:21
1
გილოცავთ ბიჭებო ბრწყინვალე გამარჯვებას.მე მგონი ეს თამაში პრეზენტაციაა ჩვენი ახალი სტილისა,იმ სტილისა,საითკენაც ნაბიჯ ნაბიჯ მიემართებოდა ჩვენი ნაკრები.მოუთმენლად თუ მოთმინებით ველოდით,როდის დავაჟკაცდებოდა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებების უკანა ხაზი და დავაჟკაცებისა რა მოგახსენოთ,ჯერ ისევ ყმაწვილები არიან,მაგრამ ნაკრების თამაშში რადიკალური ცვლილებები უკვე შეიტანეს.გუნდი შეუდარებლად სწრაფი გახდა.მათ მხარს შესანიშნავად უბავს ძველი გვარდია და შედეგიც სახეზეა.არადა ხომ ვნახეთ,კანადაზე ვერავინ იტყვის სუსტი ნაკრებიაო.პირიქით.საბოლოო სახის მიღებამდე ჯერ შორია და ჯერ კიდევ ზღვა სამუშაოა შესასრულებელი,მაგრამ უკვე გაიბრწყინა იმ თამაშის კონტურებმა,როგორიც მიზნად დაისახეს მილტონ ჰეიგმა და რაგბის ფედერაციამ.რა თქმა უნდა ბრწყინვალედ გაისარჯა მთელი გუნდი,მაგრამ განსაკუთრებით კარგი იყო უკანა ხაზი და ბრწყინვალე სოსო მათიაშვილი.სოსომ თუ ასეთი ტემპით გააგრძელა ზრდა,მსოფლიო პირველობაზე შეიძლება ვარსკვლავების მარაქაშიც გაერიოს.რაც შეეხება იმბრწყინვალე ლელოს,რამდენჯერმე გავამეორე და მაინც დარწმუნებული არა ვარ რომ იყო,უფრო თითქოს არა,მაგრამ თავისი სილამაზით ის მომენტი და ნახტომი მთელ თამაშს მირჩევნია და საუკეთესო ლელოზე პრეტენზიაც დამსახურებული იქნება.აწ განსვენებულ ბახვა ბაიხოიძეს აქვს ასეთი სტრიქონი დაწერილი,"თუ არ შველს გამონთებული,აბა ის რაღა ჯიქია".ეს ნახტომიც ზუსტი ასლი იყო ჯიქის,ლეოპარდის საბოლოო ნახტომისა და მგონი შეიძლება ამ ბიჭს,ამომავალ ვარსკვლავს,მეტსახელად ჯიქი დავარქვათ.
სოსო
11 ნოემბერი 2017 20:56
0
ასეთ ანგარიშს ალბათ ყველაზე ოპტიმისტი ქართველიც არ ელოდა. ძალიან ამაყი ვარ, კანადას შესაძლოა ჩავარდნა აქვს მაგრამ არც ისეთი რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მის სისუსტეს დავაბრალოთ. ბოლოსდაბოლოს იმდენივე ქულა გავუკეთეთ რამდენიც მაორი ოლ ბლექსმა, თან არ დაგვავიწყდეს რომ მაორებთან შედარებით გაცილებით გაძლიერებულ და უკვე ერთთამაშგამოვლილ და შეთამაშებულ კანადასთან მოგვიწია შეხვედრა. დაცვის ლაფსუსებს იმედია გამოვასწორებთ. რაგბი ჩვენი თამაშია!
B-52
12 ნოემბერი 2017 14:49
3
აშკარად წაადგა ახალგაზრდები. უფრო დახვეწილი და სრულფასოვანი რაგბი გამოგვივიდა. მადლობა
გიო
12 ნოემბერი 2017 00:37
0

სიახლეები პოპულარული