ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს ბრაზილიაში ცოლები და საყვარლებიც მიჰყავთ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ფეხბურთელებს ნება დართო, ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებისას თან ცოლები და მეგობარი გოგონები წაიყვანონ.

აღსანიშნავია, რომ ჰოჯსონის წინამორბედი ფაბიო კაპელო ამ მხრივ მკაცრი დისციპლინით ხასიათდებოდა - 2010 წლის მუნდიალის დროს თავის შეგირდებს ის ლამის სპარტანულ პირობებში ამყოფებდა. იტალიელივით არ ფიქრობს როი და ფეხბურთელები, სურვილის შემთხვევაში, ბრაზილიაში ცოლებთან და მეგობარ გოგონებთან ერთად იცხოვრებენ ბაზაზე.

"დაე, თავად ფეხბურთელებმა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა გვერდში ჰყავდეთ ცოლები. როცა საქმე ბრაზილიაზე მიდგება, ჩვენ არანაირ მკაცრ პირობებს არ წამოვაყენებთ", - აქვეყნებს
ჰოჯსონის ნათქამს ВВС.

მწვრთნელმა, ყოველი შემთხვევისთვის, მხოლოდ ის შეახსენა მოთამაშეებს, რომ ბრაზილიაში ყოფნისას გვერდში მყოფი ქალების უსაფრთხოებაზეც მოუწევთ ფიქრი.

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას პორტუგალიური შეკრებით დაიწყებს. იქ ფეხბურთელების ცოლები და მეგობარი გოგონები არ გაემგზავრებიან. პორტუგალიის შემდეგ ინგლისის ნაკრები მაიამიში გადაბარგდება, სადაც ეკვადორთან და ჰონდურასთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. ინგლისელ ფეხბურთელებს თავისი მეორე ნახევრების გვერდით ყოლის უფლება სწორედ აქედან შეეძლებათ და საბოლოოდ მათთან ერთად გაემგზავრებიან კიდეც რიო დე ჟანეიროში.

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის ნაკრები იტალიას, ურუგვაისა და კოსტა-რიკას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული