ფაბიო კაპელომ, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა დამრიგებელმა ფაბიო კაპელომ, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.

77 წლის მენეჯერმა ასეთად თანამემამულე კარლო ანჩელოტი ცნო და აღნიშნა, რომ ის ძალიან ჭკვიანია.

"კარლო მსოფლიოში პირველი ნომერია. სადაც კი იმუშავა, ყველგან გაიმარჯვა. ძალიან რთულია, იმდენი მოგება დააგროვო, რაც ანჩელოტიმ შეძლო.

რა არის მისი წარმატების საიდუმლო? - ის ჭკვიანია! ერთი სისტემა არ აქვს და ყველაფერი იმ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, რომლებიც გუნდში ჰყავს. ყოველთვის ერთ სტილში ვერ ითამაშებ", - ციტირებს კაპელოს Marca.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვეთახმები იმაში რომ ანჩელოტი მაგარი მწვრთნელია..აქ ითქვა აზრი რომ ზოგს სუპერვარსკვალებთან უმუშავიათ,თუმცა ასევეა საკმაო მწვრთნელები.ვინც ვერაფერი შექმნა ვარსკვლავებთანაც..ფერგიც მაგარი იყო თუმცა მხოლოდ ერთ ლიგაში..ცოტა ხანი.ეხლათუ არა..ვიღაცეებს მოსწონთ თუ არა..გვარდიოლას დაასახელებენ..
კიეზა
13:55 21-02-2024
0
ლუის სესარ მენოტი და ენცო ბეარზოტი.
არაფრისგან შექმნეს ბუმბერაზები.
კაპელოსაც დავეთანხმები, მაგარია ძალიან ანჩელოტი.
თვითონაც და ფერგიუსონიც, კლასიკოსები!!!
100%
21:31 25-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული