ფერნანდინიო: დაბრუნება ორი წლის შემდეგ

AutoSharing Option
სამშაბათ საღამოს ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 5 მარტს, იოჰანესბურგში სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე უნდა გამოცხადდნენ.

სიაშია "მანჩესტერ სიტის" 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი ფერნანდინიოც, ვინც "პენტაკამპეონების" რიგებში ბოლოს 2012 წლის მარტში, ბოსნიასთან ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩნდა. "სიტის" ვებ-გვერდმა მას მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.

- ფერნანდინიო, გილოცავთ ნაკრებში დაბრუნებას. როგორ გრძნობთ თავს?
- მადლობა. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი შევიტყვე, აშკარად უფრო ბედნიერი ვარ.

- როგორ შეიტყვეთ?
- ვარჯიშის შემდეგ შინ დავბრუნდი თუ არა,
ინტერნეტში ინფორმაციებს ვკითხულობდი და ამ ამბავსაც გადავაწყდი. ოჯახის წევრებთან ერთად უკვე ვიზეიმე. მსოფლიოს ჩემპიონატი შორს უკვე აღარ არის. ასე რომ, ჩემთვის ეს საკუთარი საჭიროების დასამტკიცებლად კარგი შანსი იქნება.

- "სიტისთან" კონტრაქტის გაფორმების წინ ამას, ალბათ, იმედოვნებდით კიდეც...
- დიახ, ვიცოდი, რომ თუკი პრემიერლიგაში კარგად ვითამაშებდი, ნაკრებში შანსს აუცილებლად მივიღებდი. ასეც მოხდა.

- თანაგუნდელებმა მოგილოცეს?
- დიახ, თანაგუნდელებისგან იმ საღამოსვე მივიღე მილოცვები. გულშემატკივრებმაც მომწერეს "ტვიტერზე". ბუნებრივია, თითოეულს ცალკე მადლობას ვერ ვეტყოდი, თუმცა ყველას მადლობელი ვარ.

- სიაში "ჩელსის" ოთხი მოთამაშეა. მათთან თუ გაქვთ კონტაქტი?
- დიახ, მათაც გამომიგზავნეს შეტყობინებები და მითხრეს, რომ მე ეს ჩემი შრომით დავიმსახურე. შესაძლოა, მომავალი თამაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს ჩემს კარიერაში. ბრაზილიის ნაკრებში ხომ უზარმაზარი კონკურენციაა. მაქსიმუმს გავაკეთებ, რადგან სხვა შანსი შეიძლება აღარც მქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული