TimeLine: ეთნომუნდიალი - B ჯგუფი

AutoSharing Option
განვაგრძობთ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების წარმოდგენას. დღეს B ჯგუფის ჯერია, რომელშიც ესპანეთი, ჰოლანდია, ჩილე და ავსტრალია მოხვდნენ.

თამაშის წესები ასეთია: ქვეყნები ერთმანეთს ოთხ ეთნოკრიტერიუმში ეჯიბრებიან და ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას A ჯგუფიდან ბრაზილია და ხორვატია გავიდნენ.
იხილეთ: TimeLine: ეთნომუნდიალი - A ჯგუფი

B ჯგუფი
ესპანეთი
სახელი
სიტყვა "ესპანეთი" ფინიკიური წარმოშობისაა, "ი-შპანიმ" "კურდღლების სანაპიროს" ნიშნავს.

სამოსი
Sportall.Ge

ტრადიცია

ქალაქ პამპლონაში 7-14 ივლისს ხარებს ქუჩებში უშვებენ და ხალხი მათგან თავის დაღწევით მოქნილობისა და მოხერხებულობის გამოვლენას ცდილობს.

ესპანელებმა ხარებთან ბრძოლის ტრადიცია
ერთგვარ სპორტადაც აქციეს, რომელსაც კორიდა ეწოდება.

სახე

ელენა ხიმენესი
Sportall.Ge

ჰოლანდია
სახელი
ჰოლანდიის ზოგი ადგილი ზღვის დონეზე დაბალია. ამ ქვეყანას ამიტომაც ჰქვია "ნიდერლანდი", რაც "დაბალ მიწას" ნიშნავს.

სამოსი
Sportall.Ge

ტრადიცია
ცოდვად ითვლება ახლობლის დაბადების დღის დავიწყება. ამიტომ ჰოლანდიაში ბევრგან შეხვდებით საპირფარეშოს კარზე ჩამოკიდებულ კალენდარს დაბადების დღეების აღნიშვნით.

სახე
ჟაკლინ სტენბეკი
Sportall.Ge

ჩილე
სახელი
არავაკელი ინდიელების ენაზე "ჩილე" სიცივეს, ზამთარს ნიშნავს. დაგვეთანხმებით, მაღალმთიანი ჩილესთვის შესაფერისი სახელწოდებაა.

სამოსი
Sportall.Ge

ტრადიცია
ჩილეში მისალმებისას ხელის ჩამორთმევით არ იფარგლებიან - აუცილებელია დიდი სიხარულის გამოხატვა, ხელების ქნევა და ლოყაზე კოცნა, მიუხედავად იმისა, იცნობ თუ არა პიროვნებას.

სახე
კამილა ანდრადე
Sportall.Ge

ავსტრალია
სახელი
ლათინურად "ტერა აუსტრალის" "სამხრეთის მიწაა". შეხსენება არ დაგჭირდებათ, რომ ავსტრალია სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს.

სამოსი
Sportall.Ge

ტრადიცია
ავსტრალიელ აბორიგენებს ახალგაზრდები განმარტოებულ, ბნელ ადგილას მიჰყავთ. ბელადი თეთრ ტალახს ისვამს და მათ შეშინებას ცდილობს. ვინც გამოცდას ვერ გაუძლებს, ქორწინების უფლება არ ენიჭება.

სახე
ერინ ჰოლანდი
Sportall.Ge

შეფასება
სახელი
თუ საინტერესოობის მიხედვით ვიმსჯელებთ, პირველ ადგილზე ესპანეთი უნდა დავაყენოთ: ესპანეთი - 4 ქულა, ჩილე - 3, ჰოლანდია - 2, ავსტრალია - 1.

სამოსი
ჰოლანდია - 4, ესპანეთი - 3, ჩილე - 2, ავსტრალია - 1.

ტრადიცია
ამ კომპონენტში რომელიმეს გამორჩევა რთულია, მაგრამ მაინც: ჰოლანდია - 4, ავსტრალია - 3, ჩილე - 2, ესპანეთი - 1.

სახე
ესპანეთი - 4, ჰოლანდია - 3, ავსტრალია - 2, ჩილე - 1.

ჯამი
ჰოლანდია - 13 ქულა, ესპანეთი - 12, ჩილე - 8, ავსტრალია - 7.

ასე და ამგვარად, ჯგუფში პირველ ადგილზე ჰოლანდია გავიდა და A ჯგუფის მეორეადგილოსან ხორვატიას დაუპირისპირდება, ხოლო B ჯგუფის მეორეს, ესპანეთს, მერვედფინალში ბრაზილია ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
tqven rom wert qulebs mag ragaceebshi me iqneba chiles vuwer magal qulebs da is momwons, ra zari aqvs mag qulebis weras mainc pavoritebi gagyavt jgupidan.
lasha
13:37 20-12-2013
0

სიახლეები პოპულარული