TimeLine: ეთნომუნდიალი - A ჯგუფი

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ 2011 წელს თქვა: ევროპის ჩემპიონატი გავსინჯეთ, ძალიან გემრიელი გამოდგა და ამის მერე კიდევ უფრო მეტი შემართებით ვითამაშებთ, რომ ევროპის წამყვანი საკალათბურთო ქვეყნების თავყრილობას არ გამოვაკლდეთო.

მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა უბრალოდ თამაში როდია, მსოფლიოს შენს ქვეყანას მრავალი კუთხით აცნობ, ასევე ეცნობი სხვების კულტურას, ხასიათს და ა.შ.

ბრაზილიაში ზაფხულში 32 ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები მოიყრის თავს, რომელთაც ჟურნალისტები, ქომაგები ჩაჰყვებიან და ამაზონისპირეთში კულტურათა დიალოგი გაიმართება.

ვინ გაიმარჯვებს, ეს საფეხბურთო "ამინდის ბიუროს" გამოსაცხადებელია, ჩვენ საქმეს კი კულტურული კუთხით მივუდგეთ, ჩავატაროთ ეთნო-ჩემპიონატი.
ვფიქრობ, მკითხველს დააინტერესებს მუნდიალის მონაწილე ქვეყნების არასაფეხბურთო შეპირისპირება.

თამაშის წესები ასეთია: ერთმანეთს ოთხ კომპონენტში ვაჯიბრებთ ქვეყნებს და ისევე როგორც მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისას თითო ჯგუფიდან ორ-ორ საუკეთესოს გავიყვანთ.

აი, ის ოთხი კომპონენტიც: ქვეყნის დასახელება, ნაციონალური სამოსი, ტრადიცია და სახე.

შესაძლოა, ზოგს აქამდე არ გასჩენია შეკითხვა - რატომ ჰქვია, ვთქვათ, ბრაზილიას ბრაზილია, ან ესპანეთს ესპანეთი... ჩვენი ამოცანა სწორედ ამის გარკვევაა და გაიმარჯვებს ის, რომლის დასახელებაც ყველაზე საინტერესო იქნება. ასევე კრიტერიუმით "საინტერესო" უნდა შეფასდეს ამა თუ იმ ქვეყნის ტრადიცია. ხოლო ნაციონალური სამოსის შედარებისას განმსაზღვრელი გემოვნებიანობა და სილამაზე უნდა იყოს, ისევე როგორც ქვეყნის სახის შეფასებისას. ვინ უნდა იყოს სახე, თუ არა ქვეყნის წარმომადგენელი მსოფლიოს სილამაზის კონკურსზე?!

ეთნო-მუნდიალის მსვლელობისას სუბიექტურობას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან ქულებს ავტორი წერს. თუმცა ნუ დამძრახავთ, მთავარი გამარჯვება კი არა, მონაწილეობა და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 32 ქვეყნის გაცნობაა.

A ჯგუფი

ბრაზილია
სახელი
სიტყვა "ბრაზილიის" საფუძველია პორტუგალიური Bრასა, რაც "სიმხურვალის, გაცხელებული ნახშირის" აღმნიშვნელად გამოიყენება. შუა საუკუნეებში პორტუგალიელებისთვის პირველი საექსპორტო პროდუქტი ხე "წითელი სანდერი" იყო, რომლის ნახშირსაც საწვავად გამოიყენებოდნენ.

სამოსი
Sportall.Ge
ტრადიცია
რიო დე ჟანეიროს კარნავალი პირველად 1823 წელს ჩატარდა. მას მერე ტრადიციად იქცა ყოველ თებერვალს გრანდიოზული სანახაობის მოწყობა, რომელიც უამრავ ადგილობრივსა და ტურისტს იზიდავს.

სახე
სანკლერ ფრანც კონზენი
Sportall.Ge

მექსიკა
სახელი
ამ სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით უამრავი ვარაუდი არსებობს, თუმცა სიმართლესთან მეტ-ნაკლებად ახლოს მოჩანს მოსაზრება, რომლის თანახმად Mეხიცო ტბა ტექსკოკოდან მომდინარეობს, რომელზეც აცტეკების დედაქალაქი ნეოჩტიტლანი იყო გაშენებული.

სამოსი
Sportall.Ge

ტრადიცია

მექსიკელთა წინაპარ აცტეკებს მიაჩნდათ, რომ თუ ბავშვი ელამი დაიბადებოდა, მაღალი საზოგადოების წევრი უნდა გამხდარიყო. ამიტომ, მოზარდებს ზოგჯერ თვალებს შუა პატარა ბურთულას ჰკიდებდნენ.

სახე
მერილინ ჩაგოია ტრიანა
Sportall.Ge

ხორვატია
სახელი
არსებობს თეორია, რომ პროტო-გერმანულად ჩ(ჰ)როვატი ნიშნავს "მეომარს რქის იარაღით".

სამოსი
Sportall.Ge

ტრადიცია

ქორწინების შემდეგ ხორვატი პატარძლის ნათესავები მას ფატას ხსნიან და სამაგიეროდ თავშალსა და წინსაფარს უკეთებენ. შემდეგ ცოლ-ქმარი ჭას გარშემო უვლის და მასში ვაშლს აგდებს, რაც ხორვატიაში ბარაქისა და ნაყოფიერების ნიშანია.

სახე
ლანა გრჟეტიჩი
Sportall.Ge

კამერუნი
სახელი
ამ ქვეყნის მთავარი მდინარე კამერუნია, რომლის სახელწოდების შერჩევაშიც პორტუგალიელები მონაწილეობდნენ. მათ ენაზე "როუ დუშ კამერონეშ" "კრევეტების მდინარეს" ნიშნავს. კრევეტი კიბორჩხელების ტიპის წყლის ბინადარია.

სამოსი
ბამილეკეს ტომის ბელადი ცერემონიალზე.
Sportall.Ge

ტრადიცია
საკალათბურთო კლუბ "არმიას" კამერუნელმა კალათბურთელმა ჟულივეტ ტუჯანმა საინტერესო ამბავი მომიყვა:

- კამერუნის მთიან რაიონში პატარა დასახლებაა, სადაც ერთი სახლი სხვებისგან აშკარად გამოირჩევა. მასში ბელადი ცხოვრობს, ათეულობით ქოხი კი მის ცოლებს ეკუთვნით.

სახე
დენის აიენა
Sportall.Ge

შეფასება
სახელი
შედარებით მკაფიოდ ჩანს ბრაზილიისა და კამერუნის სახელწოდებების წარმოშობა, ამიტომ პირველი ორი ადგილი მათ მივანიჭოთ. ბრაზილია - 4 ქულა, კამერუნი - 3, ხორვატია - 2, მექსიკა - 1.

სამოსი
მსოფლიო მოდაში მექსიკელებს თავისი სიტყვა უკვე ნათქვამი აქვთ - სომბრერო მათი დამკვიდრებულია. მექსიკა - 4 ქულა, კამერუნი - 3, ხორვატია - 2, ბრაზილია - 1.

ტრადიცია
კიდევ კარგი, მექსიკელებმა აცტეკების ტრადიცია დაივიწყეს და ბავშვებს ბურთულებს აღარ ჰკიდებენ. კამერუნელი ბელადის საქციელიც გადამეტებულია...

ხორვატია - 4 ქულა, ბრაზილია - 3, კამერუნი - 2, მექსიკა - 1.

სახე
აქ კი დავა შეიძლება, თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყდა: ბრაზილიელ ლამაზმანს 4 ქულა, ხორვატს - 3, მექსიკელს - 2, კამერუნელს - 1.

ჯამი
ბრაზილიამ 12 ქულა მოაგროვა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. მეორე იყო ხორვატია 11 ქულა, მესამე ადგილი დაიკავა და ჯგუფიდან ვერ გააღწია კამერუნმა (9 ქულა), რომელსაც ერთით ჩამორჩა მექსიკა (8 ქულა).

A ჯგუფის საუკეთესო ორი გუნდი B-ს დუეტს შეხვდება. B ჯგუფის მონაწილეებს (ესპანეთი, ჩილე, ჰოლანდია, ავსტრალია) მომდევნო "ტაიმლაინში" გვერდის მეოთხედს დავუთმობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Magari s l e o b a.....
babangida
15:40 20-12-2013
0
აუუუ რა ბოდვაა
კუკური
02:16 16-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული