ლუიშ ფელიპე სკოლარი: კაკას ბედი მისსავე ხელშია

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ კაკას ბედი მხოლოდ მის ხელშია.

"მიხარია კაკას გადაწყვეტილება და იმ გუნდში დაბრუნება, სადაც ის თავის საუკეთესო ფეხბურთს ანახებდა და კვლავ შეუძლია, საკუთარი მაღალი დონე დაამტკიცოს.

"მილანის" მატჩებს ვუყურებ. ვფიქრობ, კაკას კარგი პერსპექტივა აქვს.

რობინიოს ნაკრებში გამოძახება? ის ორ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდა. მას კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვს, ამიტომ გადავწყვიტე მისი გამოყენება საკონტროლო მატჩებში",
- თქვა სკოლარიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული