გერმანია მუნდიალზე ამ ფორმით ითამაშებს!

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირი ეროვნული ნაკრების ფორმასთან მიმართებაში, ფაქტობრივად, რევოლუციას აწყობს. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გერმანელები ისტორიაში პირველად ითამაშებენ სრულიად თეთრი ფორმით. აქამდე ბუნდესგუნდის პირველ ფორმაში ტრუსები ყოველთვის შავი იყო, ახლა კი თეთრი იქნება!

"ადიდასი" გერმანიის ნაკრების ახალ ფორმას იტალიასთან და ინგლისთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩების (15 და 19 ნოემბერს) წინ წარმოადგენს, თუმცა ინფორმაციამ უკვე გაჟონა და თქვენ წინაშეა - იხილეთ ფოტო.

ბრაზილიაში ზაფხულობით აუტანელი სიცხე იცის და წესით, 40-გრადუსიან სიცხეში მთლიანად თეთრებში თამაში კარგი იდეა უნდა იყოს. მაისურზე წინ V-ს ფორმის
ზოლებია, გერმანიის დროშის ფერები კი ამჯერად ძალიან მცირე დოზითაა გამოსახული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული