სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია

AutoSharing Option
ჟურნალისტი მარსელ მიოლერი გვაუწყებს, რომ "ბაიერნი" მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის დათხოვნის შემთხვევაში, მის ადგილას 3 კანდიდატურას განიხილავს.

ერთ-ერთი მათგანი ჰანს-დიტერ ფლიკია, რომელიც "რეკორდმაისტერს" უკვე ავარჯიშებდა და ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა; დანარჩენი ორი კი იოახიმ ლიოვი და ოლივერ გლასნერი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი ამჟამად უმუშევარია, "ბაიერნი" კი ბუნდესლიგაში ლიდერ "ლევერკუზენს" უკვე 5 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტუხელი კლოპი არაა ტუხელია.სულ აურია გეგმები კანმა ბაიერნს.თავისი გზით მიდიოდა ყველა ფრონტზე სტაბილურად ნაგელსმანი და უეცრად კანს მოლანდებები დაეწყო და გაათავისუფლა.ამის საფასურს ორი სეზონია იხდის უკვე ბაიერნი....
Master
12:33 12-02-2024
0

სიახლეები პოპულარული