სუპერლიგის მე-4 ტური "რუსთავმა" გაუ-ს ძლევით დახურა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-4 ტური რუსთავში დასრულდა, სადაც სათამაშოდ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდი გაუ ჩავიდა და მასპინძლებს ბრძოლა გაუმართა. მართალია, მატჩის მე-6 წუთზე რომ დაწინაურდა, მას მერე "რუსთავს" გაუ წინ აღარ გაუშვია, თუმცა თბილისური გუნდი მეტოქეს ნიადაგ კვალში ედგა და შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა.

გაუ-ს "რუსთავთან" მატჩში მთავარი მწვრთნელი, დავით როგავა დაუბრუნდა, რომელიც სამწვრთნელო კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და მიმდინარე სუპერლიგაში თავის გუნდს პირველად გაუძღვა. ასისტენტმა, გიორგი ლაშქარაძემ და მთლიანად გუნდმა როგავას 3 შეხვედრიდან 2 მოგება დაახვედრა, რაც ახალგაზრდული გუნდისთვის საკმაოდ კარგი
შედეგია.

გაუ, რა თქმა უნდა, მე-3 გამარჯვებასაც გეგმავდა, მაგრამ “რუსთავს” თავის მხრივ სუპერლიგის წინა შეხვედრაში განცდილი მწარე მარცხისთვის რეაბილიტაცია სურდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთაველებმა "ქუთაისთან" სადებიუტო გამარჯვების შემდეგ თბილისში “რაშთან” წააგეს, რაც მათ გეგმებში არ შედიოდა. ესეც რომ არა, "რუსთავი" ნებისმიერ მეტოქესთან შინ ფავორიტად ითვლება და ასე იყო გაუ-სთან შეხვედრაშიც.

რუსთაველებმა პირველი პერიოდის მეორე ნახევარში თამაშზე კონტროლი დაამყარეს, რაც ყველა რგოლში დაბალანსებული თამაშის დამსახურება გახლდათ. მასპინძლები თანაბარი წარმატებით აგროვებდნენ ქულებს როგორც პერიმეტრიდან, ისე სამწამიანი ზონიდან. პირველი პერიოდის შემდეგ "რუსთავი" 6 ქულით ლიდერობდა და უპირატესობა დიდ შესვენებამდე 10 ქულამდე გაზარდა – 47:37. მე-3 პერიოდი საკვანძო გამოდგა, რომელშიც რუსთაველებმა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს და ფაქტობრივად, თამაშის ბედიც გადაწყვიტეს.

17 ქულით გალიდერებამ რუსთაველებს ბოლო პერიოდში საქმე გაუადვილა, გამარჯვებამდე იოლად მისულიყო. საბოლოოდ ასეც მოხდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ანატოლი ბოისა პატარა რისკზე წავიდა. გაუ-მ ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა, თუმცა მწვრთნელმა მოედანზე მაინც შეუშვა გუნდის ახალგაზრდა სათადარიგოები – ლუკა ტაბაღუა, დავით გოგოლაძე, დავით ლორია. ქვემოქართლელები ისე მივიდნენ გამარჯვებამდე, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა – 90:82 (სტატისტიკა).

"რუსთავში" ყველაზე შედეგიანი ლუკა ბულაშვილი იყო – 17 ქულა, 4 პასი, 4 ჩაჭრა და 3 მოხსნა. 20 ქულით მასპინძელთა გუნდში ბომბარიდირი გახდა ჯორდან ჰენდერსონი, დემარი კინგის ანგარიშზე კი 12 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. გაუ-ში 28 ქულითა და 9 მოხსნით თავი აიზია სმოლმა გამოიჩინა. 2 ქულა და 8 მოხსნა ენდრიუ ლუისის ანგარიშზე დაგროვდა. ლუკა ლიკლიკაძემ 16 ქულა და 6 პასი მიითვალა.

სუპერლიგის მე-5 ტურის მატჩები 11-12 ნოემბერს გაიმართება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0