თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ვარეზეს Itelium-არენაზე ივარჯიშა

AutoSharing Option
იტალიის მყუდრო ქალაქ ვარეზეში ჩასულმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მხოლოდ 4 საათს დაისვენა და Itelyum-არენაზე, სადაც იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან გუნდს უნდა დაუპირისპირდეს, გენერალური ვარჯიში გამართა. თსუ-ს სხვა დრო სავარჯიშოდ არ ექნება, მხოლოდ თამაშის დღეს, დილის ეგრეთ წოდებული Shootaround-ი ელის, როცა გუნდი ძირითადად სროლებზე ვარჯიშობს.

მთავარმა მწვრთნელმა ლექსო ლაფანაშვილმა და მისმა ასისტენტებმა – ნიკა მსხალაიამ და დიმიტრი ჭელიძემ, გუნდის წევრები დიდად არ დატვირთეს. დასაწყისში ფიზმომზადების მწვრთნელმა ლევან სამხარაძემ ბიჭებს ტრადიციულად მოთელვითი ვარჯიშები ჩაუტარა, რის შემდეგაც კომბინაციების გათამაშების დრო დადგა.

"ვარეზეს"
თამაშის ვიდეოანალიზი თსუ-ს სამწვრთნელო შტაბმა თბილისში განახორციელა და მასთან დაპირისპირებისთვის კონკრეტული კომბინაციები დაგეგმა. სწორედ ამ გეგმის მიხედვით წარიმართა ვარჯიშის ყველაზე საკალათბურთოდ ინტელექტუალური ნაწილი, როცა მოთამაშეები იმ კომბინაციებს ათამაშებდნენ, რამაც, შესაძლოა, "ვარეზეს" წინააღმდეგ თამაშში წარმატება მოუტანოს.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ს იტალიაში ვერ გამოჰყვა ამერიკელი ტაირი ბოიკინი, რომელსაც საზარდულის ტრავმა აწუხებს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, რომელშიც საქართველოს ნაკრების 4 მოქმედი წევრი და ორიც კანდიდატია, ვარეზეში ამ შემადგენლობით იმყოფება:

გიორგი ცინცაძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, ნოდარ გოგოძე, კახა ჯინჭარაძე, გიორგი კოპაძე, გიორგი ტურძილაძე, ალექსანდრე მგელაძე, კამერონ კრენსტონი, ალექსანდრე ფევაძე, ნიკოლა ვუიოვიჩი.

"ვარეზე" იტალიის რიგით მე-3 ყველაზე ტიტულიანი გუნდია მილანის "ოლიმპიასა" და "ვირტუს ბოლონიას" შემდეგ. ვარეზელები იტალიის ჩემპიონები 10-ჯერ ყოფილან, 4-ჯერ მოუგიათ ქვეყნის თასი და ერთხელ სუპერთასი. საერთაშორისო ასპარეზზე "ვარეზე" არანაკლებ წარმატებულია. იტალიურ კლუბს 5-ჯერ აქვს ევროლიგა მოგებული, 3-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი და 2-ჯერ საპორტას თასი. კლუბი 1945 წელსაა დაარსებული და ჩამოთვლილი ტიტულების აბსოლუტური უმრავლესობა გასულ საუკუნეზე მოდის.

იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში "ვარეზეს" 2 მოგება და 1 მარცხი აქვს. ბოლო ტურის მატჩში ვარეზელებმა "ვანოლი კრემონა" 107:51 გაანადგურეს, თუმცა ფიბა-ევროპის თასის მატჩში შინ გერმანულ "გიოტინგენთან" 79:91 დამარცხდნენ. "ვარეზეს" ჰყავს ნბა-ს ერთ-ერთი ყოფილი გამორჩეული მოთამაშე, ვილი კოლი-სტეინი, რომელიც ფიბა-ევროპის თასის გასული, ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ის ევროტურნირში საშუალოდ 16.5 ქულასა და 14.5 მოხსნას აგროვებს.

"ვარეზესა" და თსუ-ს დაპირისპირება ადგილობრივი დროით 20:30 საათზე (23:30 თბილისის დროით) დაიწყება. ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში ფიბა-ს youtube-ის არხზე გადაიცემა: https://www.youtube.com/watch?v=8510xpEc7is

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანდრიკა და გოგლიკაც მანდ ჩარიცხეთ ნბა-ში მაინც ვერაფერს შვრებიან.დ ვაი ჩვენი კალათბურთის ბრალი.
ეეე
20:16 02-11-2023
0

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0