13 ოქტომბერს თსუ "ბათუმს" სუპერთასისთვის დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს გასული სეზონის საქართველოს ჩემპიონი თსუ და თასის გათამაშების ფინალისტი “ბათუმი” გაითამაშებენ. ეს გახლავთ ერთ-ერთი ოფიციალური ტიტული, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 2008 წლიდან ათამაშებს და მისთვის ერთმანეთს ჩემპიონი და თასის მფლობელი ეცილებიან.

წლეულს ისე მოხდა, რომ ქვეყნის ჩემპიონიც და თასის მფლობელიც ერთი და იგივე გუნდია. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მა 2022-23 წლების სეზონში სუპერლიგაც მოიგო და თასის გათამაშებაც. ასეთი შემთხვევა ბოლო 2013 წელს დაფიქსირდა, როცა ორივე ტიტულის მოგებით შსს-აკადემიამ დუბლი შეასრულა.

თსუ-ს, როგორც ჩემპიონს, სუპერსათასო მატჩში თასის გათამაშების
ფინალისტი "ბათუმი" შეხვდება. ბათუმელებმა გასული სეზონის თასის ფინალში თსუ-სთან დაძაბულ ბრძოლაში – 76:78 წააგეს. სწორედ მათ ერგოთ სუპერთასისთვის მატჩში მონაწილეობის უფლება, რადგან თასის მომგები თსუ მოგვიანებით სუპერლიგის ჩემპიონი გახდა.

სუპერსათასო მატჩი "თბილისი არენაზე" 13 ოქტომბერს, 18:30 საათზე გაიმართება


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0