თსუ-მ "დინამოს" სძლია და სუპერლიგაში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა

AutoSharing Option
სუპერლიგის ცხრილის პოლუსებზე მყოფი გუნდების მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა. ლიდერმა თსუ-მ აუტსაიდერი “დინამო” 87:78 დაამარცხა. ბოლო 2 მატჩის მომგებმა და მაინც ბოლო ადგილზე მყოფმა დინამოელებმა ვერ მოახერხეს იმ მცირე ჩავარდნით ესარგებლათ, რაც უნივერსიტეტელებს ბოლო მატჩების წაგების გათვალისწინებით ჰქონდათ.

თსუ-მ სუპერლიგის წინა ტურში “ბათუმთან” წააგო, მის წინა შეხვედრა კი თასის გათამაშებაზე “მეგასთან” დათმო. მართალია, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს წაგებულ მატჩებში ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე აკლდათ, თუმცა ლიდერ გუნდს 1-2 მოთამაშის არყოფნა არ უნდა ეტყობოდეს. დინამოელთა მოლოდინი არ გამართლდა – თსუ სრულად
მობილიზებული გავიდა მოედანზე სათამაშოდ. მიუხედავად ერთ-ერთი გამრჯე ამერიკელის – რაილ ოუენსის არყოფნისა, სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ზედმეტი გართულების გარეშე მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ლექსო ლაფანაშვილი მატჩის შემდეგ იმ ნეგატიურ მომენტზე ამახვილებდა ყურადღებას, რომელიც მის გუნდს ბოლო პერიოდში მოუვიდა. მესამე პერიოდის შუაწელში მოპოვებული სოლიდური (26-ქულიანი) ლიდერობა თსუ-ელებმა გაანიავეს. ბოლომდე არა, მაგრამ მესამე ათწუთეულის მიწურულს რომ დაიწყეს, დინამოელები მიჰყვნენ და მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ჩამორჩენა 6 ქულამდე (70:76) შეამცირეს.

უნივერსიტეტის მთავარმა მწვრთნელმა სასწრაფოდ წუთშესვენება აიღო, კალათბურთელებს მკაცრი შეფასებები და კონკრეტული დავალებები მისცა. შედეგად, თსუ-მ ლიდერობა კვლავ გაზარდა. ამასობაში ბოლო წუთებმაც მოატანა და საფინალო სირენაც ისე გაისმა, დაძაბულობას მოედანზე არ დაუსადგურებია.

თსუ იოლად მივიდა სუპერლიგაში მე-12 გამარჯვებამდე და პირველი ადგილი სოლიდურად გაიმყარა. გამარჯვებულთაგან ოთხმა კალათბურთელმა 10-10 ქულა დააგროვა – ივანე მეგენეიშვილმა, მიხეილ ბერიშვილმა, ნიკოლოზ ბერიშვილმა და პაპ დიოდმა. საუკეთესო კი, ტრადიციულად, ლოველ ქაბილი გახდა – 20 ქულა, 8 პასი, 6 ჩაჭრა. დინამოელთა რიგებში 21-21 ქულით ვლადიმერ თავაქარაშვილი და ბენჯამინ ქოლეჯი გამოირჩნენ.

gbf

alt“კაკტუსმა” უშუალო კონკურენტ “რუსთავს” მოუგო და ცხრილში გაუთანაბრდა

altკრის მაკნილის ლიდერობით "ტიტებმა" "ცხუმ-აფხაზეთი" დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0