დრამა თურქეთში. "ეფესი" "ვალენსიასთან" ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-3 ტურში "ანადოლუ ეფესმა" "ვალენსიას" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 92:91 დასრულდა.

თამაშის ბოლო 5 წუთი ქულა-ქულაში წავიდა, რის გამოც გულშემატკივარმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იხილა, დანარჩენი ვიდეომიმოხილვაში შეგიძლიათ იხილოთ.

თურქების მხრიდან ვასილი მიჩიჩმა 22 ქულა, 2 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

ვილი კლაიბურნმა აქტივში 18 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაეცმა მიითვალა.

ესპანური გუნდის შემადგენლობიდან ბოიან დუბლევიჩმა აქტივში 20 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ამრიგად, ეფესი 1 მოგებითა და 2 წაგებით მე-11
ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 21 ოქტომბერს, ბერლინის "ალბას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ვალენსია" იმავე შედეგით მე-13 პოზიციაზეა, 20 ოქტომბერს კი გათამაშების ლიდერ "ფენერბაჰჩეს" (3:0) შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული