იანისისა და ლილარდის კომბინირებული 65 ქულა - "ბაქსის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში In season tournament-ის მორიგი ტური გაიმართა. 

"მილუოკი ბაქსი" "მაიამი ჰიტს" ესტუმრა და 131:124 დაამარცხა. 

იანის ანტეტოკუნმპომ თავი 33 ქულით, 10 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. 

დემიენ ლილარდმა 32 ქულა, 4 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 

მასპინძელთა მხრიდან ბემ ადებაიომ გუნდს 31 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა. 

კაილ ლოურიმ 21, ხოლო ჯოშ რიჩარდსონმა 20 ქულა ჩააგდეს. 

ამრიგად, "ბაქსი" აღმოსავლეთის B დივიზიონში 4 გამარჯვებითა და არცერთი წაგებით 1-ელ
ადგილს იკავებს. "ჰიტი" 2 მოგებითა და ამდენივე მარცხით მე-3 პოზიციაზეა. 

"მილუოკი" მომდევნო შეხვედრას 1-ელ დეკემბერს, "ჩიკაგო ბულზთან" გამართავს. 

"მაიამი" იმავე რიცხვში "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული