"სან ანტონიომ" ბოლო 7 წამში 4 ქულა აიღო და "სანსი" დაამარცხა - სანდროს ისევ არ უთამაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "სან ანტონიო სპურსი" "ფინიქს სანსს" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 115:114 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "სანსი" 8 წამით ადრე 3 ქულას იგებდა, თუმცა საკუთარ კალათში 2 ორქულიანი მიიღეს და დამარცხდნენ.

სტუმართა მხრიდან სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე კვლავ არ გამოჩენილა. 

საუკეთესო კელდონ ჯონსონი გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 3 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა. 

დევინ ვესელმა და ვიქტორ ვენბანიამამ თანაბარი, 18-18 ქულა ჩააგდეს. 

"სანსის" შემადგენლობიდან კევინ დურანტმა გუნდს 26 ქულა, 2 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა
შესძინა. 

ერიკ გორდონმა აქტივში 20 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. 

ამრიგად, ორივე გუნდს 2 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-8-მე-10 ადგილს იკავებენ. 

3 ნოემბერს "სან ანტონიო" და "ფინიქსი" კიდევ ერთხელ შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხელფასი ხო აქვთ რაც მთავარია. . .მირჩევნია აქ ვიყო პირველი ვიდრე მეორე რომაელებში. . . ანუ ნება ნბააა რა და ისტორიას დარჩება
ნაპოლეონი
15:56 01-11-2023
0
5 წელია ბითაძე ნბა-შია და ჯამში 5 თამაში არ ექნება ნათამაშები, კალათბურთელი ვიცი კალათბურთს თამაშობდეს და არა სკამზე იჯდეს!!
ჯერ სად ხარ
13:50 01-11-2023
1

სიახლეები პოპულარული