იოკიჩისა და მარის ფანტასტიკური თამაში და მნიშვნელოვანი გამარჯვება ფლორიდაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დენვერ ნაგეტსმა" "მაიამი ჰიტი" სტუმრად ფლორიდაში 109:94 დაამარცხა, სერიაში 2:1 დაწინაურდა და მოედნის უპირატესობაც დაიბრუნა.
ნიკოლა იოკიჩმა 32 ქულა, 21 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა.

ჯამალ მარიმ, სერბის მსგავსად, სამმაგი დუბლი შეასრულა. კანადელმა კალათბურთელმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

"ჰიტის" მხრიდან ჯიმი ბატლერმა 28 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

ბემ ადებაიომ კი გუნდს 22 ქულა, 17 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1
დაფარება შესძინა.

სერიის მეოთხე შეხვედრა 10 ივნისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იოკიჩი არის სასწაული, ფენომენალური ადამიანი.
ბევრი დიდი კალათბურთელის ნაზავი და კიდევ უფრო "ნავაროჩენი".
უბრალოდ ბრავო, ერთი სიამოვნებაა მისი თამაშის ყურება !!!
RESPECT
❤❤❤
აჩი
01:24 09-06-2023
0

სიახლეები პოპულარული